APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
ელექტრონული წიგნი

არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში

6. მე-6 ჯგუფის ელემენტები / 6.1. ქრომი

კითხვა 2 / 19
რატომ არის გავრცელებული ბუნებაში ქრომი მხოლოდ ნაერთების სახით? ქრომის რომელი მინერალი არის გავრცელებული ბუნებაში? დაწერეთ მისი ქიმიური ფორმულა
პასუხი

დედამიწის ქერქი ქრომს შეიცავს 0.02 % (მასის) რაოდენობით. ბუნებაში იგი გვხვდება, ძირითადად, ქრომოვანი რკინაქვის - FeO·Cr2O3 - სახით. ქრომი არაპასიური ელემენტია, ამიტომ ბუნებაში გავრცელებული მხოლოდ ნაერთების სახით.

ქვეთავის ყველა კითხვა