არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
6. მე-6 ჯგუფის ელემენტები
6.1. ქრომი
19 კითხვა- როგორია ქრომის ატომის გარე გარსის ელექტრონული კონფიგურაცია? რომელ ჟანგვით რიცხვს ავლენს ნაერთებში ქრომი და მათგან რომელია მისთვის ტიპური? რატომ?
- რატომ არის გავრცელებული ბუნებაში ქრომი მხოლოდ ნაერთების სახით? ქრომის რომელი მინერალი არის გავრცელებული ბუნებაში? დაწერეთ მისი ქიმიური ფორმულა
- როგორ მიიღება ქრომის მნიშვნელოვანი შენადნობი - ფეროქრომი? დაწერეთ მისი მიღების შესაბამისი ქიმიური რეაქციის განტოლება. სად გამოიყენება ფეროქრომი?
- როგორ ღებულობენ სუფთა ქრომს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
- როგორი ფიზიკური თვისებებია დამახასიათებელი ქრომისათვის?
- რით არის გამოწვეული ქრომის მაღალი ჟანგვითი და თერმოჟანგვითი კოროზიამედეგობა?
- რატომ არ მოქმედებს ქრომზე ცივ პირობებში კონცენტრირებული აზოტმჟავა და კონცენტრირებული გოგირდმჟავა?
- რომელ ლიგანდებთან წარმოქმნის კომპლექსნაერთებს ქრომი ნულოვანი ჟანგვითი რიცხვით?
- რომელი ოქსიდია თერმოდინამიკურად მდგრადი - Cr2O3 თუ CrO3? რატომ?
- რომელი გამარტივებული ხერხით მიიღება ქრომის ტრიოქსიდი?
- რატომ არის ქრომის ნაერთები +2 ჟანგვითი რიცხვით ჰაერზე არამდგრადი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
- როგორ იცვლება ფუძე-მჟავური თვისებები რიგში: Cr(OH)2 → Cr(OH)3 → H2CrO4→ H2Cr2O7
- როგორ აიხსნება Cr2(SO4)3-ისდა (NH4)2S-ის წყალხსნარების ურთიერთქმედებით Cr(OH)3-ის ნალექის გამოყოფა? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
- როგორ შეიძლება განვახორციელოთ ქრომის მარილების (მაგალითად, CrCl3-ის) ჰიდრატების დეჰიდრატაცია? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის განტოლება.
- როგორ მიიღება Cr2O3-დან ა) კალიუმის ქრომიტი და ბ) კალიუმის ქრომატი? შეადგინეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.
- დაწერეთ საღებავების დასამზადებლად გამოყენებული Cr2O3-ის მიღების რეაქციის ტოლობები.
- რომელი მეტალების ქრომატებია გამოყენებული საღებავებად?
- კალიუმის ქრომატის და დიქრომატის ხსნარზე ბარიუმის მარილის ხსნარის მოქმედებით ილექება ერთნაირი შედგენილობის ნაერთები. რატომ?
- როგორ დამოკიდებულებაშია მე-6 ჯგუფში ქრომის მომდევნო ელემენტები მოლიბდენი და ვოლფრამი წყლის, ჟანგბადის, მჟავას და ტუტის მიმართ? დაწერეთ შესაბამისი რეაქციების განტოლებები.
