არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
1. პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები
1.2. ტუტე მეტალები
15 კითხვა- ახსენით, რატომ ავლენენ ყველა ელემენტზე ნაკლებ ელექტროუარყოფითობას პირველი ჯგუფის მეტალები (ტუტე მეტალები)?
- რა სახით არის გავრცელებული ბუნებაში ტუტე მეტალები?
- რით განსხვავდება ლითიუმი ამავე ჯგუფის სხვა მეტალებისაგან?
- ელემენტთა პერიოდულობის ცხრილის რომელი ელემენტის ანალოგიურ თვისებებს ამჟღავნებს ლითიუმი? რა ეწოდება ამ მსგავსებას?
- რომელ მეტალს ემსგავსება ლითიუმი ნახშირბად(IV)-ის ოქსიდთან ურთიერთქმედების ხასიათით? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობა.
- რომელ მეტალებთან არის მიღებული ლითიუმის შენადნობები? რა სპეციფიკური თვისებებით ხასიათდება ეს შენადნობები?
- რომელი მეტალი წარმოქმნის თხევად შენადნობს კალციუმთან? რა გამოყენება აქვს ამ შენადნობს?
- რომელი იზოტოპი წარმოიქმნება ლითიუმის ბირთვული გარდაქმნით? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის განტოლება.
- როგორ ღებულობენ ტუტე მეტალებს მრეწველობაში? რატომ არ იღებენ მათ ტუტეების ელექტროლიზით?
- რით არის განპირობებული ტუტე მეტალების სირბილე? როგორი კრისტალური სტრუქტურა აქვს მათ?
- რა სპეციფიკურ თვისებას ავლენს პირველი ჯგუფის ზოგიერთი მეტალის ჰიდროქსიდი მყარ მდგომარეობაში ოზონთან მიმართებაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
- სპეციფიკური ტიპის რომელ ლიგანდებთან წარმოქმნიან მდგრად კომპლექსნაერთებს ტუტე მეტალები?
- რა გამოყენება აქვს ტუტე მეტალებს და მათ ნაერთებს? რომელი ნაერთები გამოიყენება ნერვული დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისათვის?
- რომელი ტუტე მეტალი გამოიყენება მუდვივი დენის წყაროს დასამზადებლად? რით გამოირჩევა ეს ელემენტი?
- რა როლს ასრულებს ნატრიუმის და კალიუმის ნაერთები ადამიანის ორგანიზმში?
