არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
2. მე-2 ჯგუფის ელემენტები
2.1. ტუტემიწათა მეტალები
29 კითხვა- რომელი მეტალის დიაგონალური ანალოგია ბერილიუმი? კონკრეტულად, რა თვისებებით ემსგავსება ბერილიუმი ამ მეტალს?
- სავალენტო ატომური ორბიტალების როგორი ტიპის ჰიბრიდიზაცია ახასიათებს ბერილიუმს? როგორ ვლინდება ეს ჰიბრიდიზაცია?
- ბერილიუმის რომელ მდგრად იზოტოპს შეიცავს დედამიწის ქერქი?
- რომელი მინერალების სახით არის გავრცელებული ბერილიუმი ბუნებაში?
- როგორ მიიღება მეტალური ბერილიუმი? დაწერეთ შესაბამისი რეაქციების განტოლებები.
- რას წარმოადგენს ბერილიუმის არაორგანული ნაერთების უმრავლესობა?
- რა უნარს ავლენს ბერილიუმის ოქსიდი მინერალურ მჟავებთან და ტუტეების წყალხსნარებთან ურთიერთქმედებისას? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.
- ბერილიუმის ჰალოგენიდებიდან რომელია მნიშვნელოვანი? რომელ ოქსიდს ემსგავსება ეს ნაერთები სტრუქტურით?
- რა სპეციფიკური თვისება გააჩნია ბერილიუმის ფთორიდს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.
- რაში იხსნება წყალში უხსნადი ბერილიუმის კარბონატი - BeCO3?
- რამდენი სტაბილური იზოტოპის სახით არსებობს მაგნიუმი ბუნებაში?
- რომელი მინერალების სახით არის ბუნებაში გავრცელებული მაგნიუმი? რომელია მათგან ტექნიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი?
- ბერილიუმის რომელ შენადნობებს იცნობთ? რა სპეციფიკურ თვისებებს ანიჭებს ბერილიუმი შენადნობებს? სად გამოიყენება ბერილიუმის შენადნობები?
- რა ფიზიკური თვისებებით განსხვავდება მაგნიუმი ბერილიუმისგან?
- რა თვისებებით გამოირჩევა მაგნიუმის შენადნობები და რომელ მნიშვნელოვან დარგებში გამოიყენება?
- რომელ სამრეწველო მეთოდებს იყენებენ მაგნიუმის მისაღებად? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები
- რომელ მინერალურ მჟავებში არ “იხსნება” მაგნიუმი? რატომ?
- უერთდება თუ არა მაგნიუმი უშუალოდ წყალბადს? როგორ ღებულობენ მაგნიუმის ჰიდრიდს?
- რა როლს ასრულებს მაგნიუმი ადამიანის ორგანიზმში?
- რა ფიზიკური მახასიათებლებით განსხვავდებიან კალციუმი, სტრონციუმი, ბარიუმი და რადიუმი ბერილიუმისა და მაგნიუმისგან?
- რომელი მინერალების სახით არის გავრცელებული კალციუმი, სტრონციუმი და ბარიუმი? რომელი მეტალის მადნებშია გავრცელებული რადიუმი?
- დაალაგეთ რიგში კალციუმის ქვეჯგუფის მეტალები მათი ქიმიური აქტიურობის მიხედვით. რა პირობებში ინახავენ ტუტემიწათა მეტალებს?
- რა სამრეწველო მეთოდებით ღებულობენ კალციუმს, სტრონციუმს და ბარიუმს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლებები.
- რას წარმოადგენს ცემენტი, როგორც არაორგანული მჭიდი მასალა? რომელ ნაერთებს შეიცავს ის ძირითადად? რაზეა დამყარებული ცემენტის გამყარების უნარი?
- რა ტიპის ცემენტებია ცნობილი შედგენილობის და გამყარების ტექნოლოგიის მიხედვით?
- რომელ ქიმიურ რეაქციაზეა დამყარებული ნახევარწყლიანი თაბაშირის გამყარება?
- კალციუმის რომელი ნაერთებია გამოყენებული ტექნიკაში, მედიცინასა და ყოფა-ცხოვრებაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულები.
- რა გამოყენება აქვს ბარიუმს, სტრონციუმს და მათ ნაერთებს? ჩამოთვალეთ ეს ნაერთები და დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულები.
- რა როლს ასრულებს კალციუმის და სტრონციუმის ნაერთები ადამიანის ორგანიზმში? სტრონციუმის რომელი იზოტოპია ძლიერ საშიში ადამიანის ორგანიზმისთვის? რა უარყოფით მოვლენებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში კალციუმის ჭარბი ან პირიქით, დაბალი შემცველობა?
