კითხვა 4 / 29
რომელი მინერალების სახით არის გავრცელებული ბერილიუმი ბუნებაში?
პასუხი
ბერილიუმის მნიშვნელოვანი მინერალია ბერილი - Be3Al2(SiO3)6 (3BeO·Al2O3·6SiO2) და Be2SiO4 (2BeO·SiO2). ბუნებაში გავრცელებულია ბერილის სახესხვაობები: მინარევებით შეფერილი გამჭირვალე კრისტალები (ძვირფასი ქვები) - ცისფერი აქვამარინი, მწვანე ზურმუხტი და სხვ.
