ვინ დგას Compound Interest-ის (ქართულად „ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ“) უკან?
Compound Interest (Ci) არის საიტი, რომლის მიზანია, უფრო ახლოდან დაანახოს მკითხველს ქიმიური ნაერთები, რომლებსაც დღითიდღე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით. იგი მოიცავს მარტივ ენაზე დაწერილ ვიზუალურ-გრაფიკულ მასალას, რომელსაც ტექსტური ნაწილიც ახლავს, და სტატიას, რომელიც საიტზე თითოეული პოსტერის ქვეშაა. ორიგინალ საიტს მართავს ენდი ბრანინი (Andy Brunning), კემბრიჯის (დიდი ბრიტანეთი) ხარისხის მქონე ქიმიის მასწავლებელი. ენდი თავისუფალ დროს ქმნის ხოლმე პოსტერებს.
Ci-ს ქართულ ვერსიას, რუბრიკას სახელად „ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ“, ხელმძღვანელობს ლაშა ხუციშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი, IChO 51-ის ბრინჯაოს მედალოსანი. მან ენდი ბრანინისგან 2020 წლის ივლისში მიიღო საავტორო უფლებებით დაცული ნაშრომების თარგმნისა და გამოყენების ნებართვა, რისთვისაც დიდ მადლობას უხდის ენდის.
შემიძლია თუ არა ინფოგრაფიკების გამოყენება და გაზიარება?
რასაკვირველია, გაზიარება და გამოყენება შესაძლებელია, თუმცა CC-BY-ND-NC-ის პირობით მათში ცვლილებების შეტანა ნებადართული არ არის.
ვის ეკუთვნის საავტორო უფლება?
ორიგინალი საიტის საავტორო უფლება ეკუთვნის ენდი ბრანინს, ხოლო მისი ქართული ვერსიის („ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ“) საავტორო უფლება — ლაშა ხუციშვილს.



