APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ჟურნალი

ქიმიის უწყებანი

სამეცნიერო-შემეცნებითი ელექტრონული ჟურნალი · ქართულ და ინგლისურ ენებზე · ღია წვდომა (Open Access)

ძიება: „სინთეზი“

36 სტატია ტექსტში

მიმოხილვატ. 7, № 3, 2025, გვ. 13–16

ChatForge - როგორ გამოვიყენოთ ჩატბოტები საგანმანათლებლო პროცესებში

მაკა მაკარიძე1, თამარ ტურაშვილი2

ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი (AI) XXI საუკუნის სასწავლო სივრცის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მოსწავლეებს ხშირად არ ესმით ჩატბოტების მუშაობის პრინციპები. ამ გამოწვევის საპასუხოდ, განხორციელდა პროექტი, რომლის მიზანიც იყო…

გამოქვეყნდა: 12 დეკემბერი, 2025 · ნანახია 793-ჯერ · სრულად →

მიმოხილვატ. 7, № 3, 2025, გვ. 10–12

შემოდგომის ბუნების ქიმიური სპექტაკლი

მარიკა მეგრელიშვილი

შემოდგომაზე ფოთლების ფერთა გამა მრავალფეროვანია. საინტერესოა, რა დგას ამის უკან. საქმე იმაშია, რომ ფოთლების ფერს განაპირობებს პიგმენტები. პიგმენტი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც შთანთქავს გარკვეული სიგრძის ტალღებს, მაგრამ ირეკლავს სხვა სიგრძისას. ჩვენი თვალები…

გამოქვეყნდა: 5 დეკემბერი, 2025 · ნანახია 697-ჯერ · სრულად →

ესეტ. 7, № 2, 2024

მივაპყროთ მზერა ქიმიას

სოფიო ლობჟანიძე

ყველგან, სადაც არ უნდა მივაპყროთ მზერა, გარშემორტყმული ვართ ქარხნებში მიღებული ნივთიერებებისა და მასალებისგან დამზადებული საგნებითა და პროდუქტებით. გარდა ამისა, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყველა ადამიანი ახორციელებს ქიმიურ რეაქციებს.

გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი, 2024 · ნანახია 610-ჯერ · სრულად →

ეკოლოგიატ. 7, № 1, 2024, გვ. 4–10

რამდენად სუფთაა მცირე მდინარეების წყალი ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე?

გ. მაისურაძე, ნ. ბურჭულაძე, ნ. გაგნიაშვილი, გ. ცოტაძე

თბილისის მცირე მდინარეები ქმნიან რეკრეაციის, მოსახლეობის მშვიდად დასვენების ადგილებს და ამდიდრებენ ქალაქს ესთეტიკური პეიზაჟებით. მცირე მდინარეებს დიდი როლი ენიჭებათ, ასევე კლიმატური თავისებურებების ჩამოყალიბებაში. ისინი აწონასწორებენ და ანაწილებენ ტენს…

გამოქვეყნდა: 12 აპრილი, 2024 · ნანახია 1247-ჯერ · სრულად →

ტექნოლოგიებიტ. 6, № 1, 2023, გვ. 25–30

აეროგელი-ყველაზე დაბალი სიმკვრივის მქონე მყარი ნივთიერება

ნატა ხვედელიძე

სტატიაში განხილულია სინთეზური მასალა, აეროგელი, რომელიც უნიკალურია ექსტრემალურად დაბალი სიმკვრივისა და მაღალი თბოიზოლაციური თვისებების გამო. ზემოხსენებული თვისებები მისი ქიმიური შედგენილობით და სტრუქტურით აიხსნება, რადგან აეროგელი 1% ნანონაწილაკებისაგან და 99%…

გამოქვეყნდა: 13 მარტი, 2023 · ნანახია 2955-ჯერ · სრულად →

ტექნოლოგიებიტ. 6, № 1, 2023, გვ. 42–45

კვანტური წერტილების წარსული და მომავალი: როგორ აღმოაჩინეს და რა გამოყენებები შეიძლება მოვუძებნოთ

ი. ხარჩილავა

2023 წელს ნობელის პრემია ქიმიაში სამ მეცნიერს, ალექსეი ეკიმოვს, ლუის ბრუსსა და მაუნგი ბავენდის, გადაეცათ კვანტური წერტილების აღმოჩენისა და განვითარებისათვის. კვანტური წერტილები არის ნანოზომის მასალები, რომლებიც უნიკალურ ოპტიკურ და ელექტრონულ თვისებებს ავლენენ.…

გამოქვეყნდა: 8 ნოემბერი, 2023 · ნანახია 5464-ჯერ · სრულად →

მიმოხილვატ. 6, № 1, 2023, გვ. 50–52

ნანოტექნოლოგიები: რა არის და როგორ მუშაობს კვანტური წერტილები?

მიხეილ მიხაილოვი

2023 წელს ნობელის პრემია ქიმიაში სამ მეცნიერს, ალექსეი ეკიმოვს, ლუის ბრუსსა და მაუნგი ბავენდის, გადაეცა კვანტური წერტილების აღმოჩენისა და განვითარებისთვის. კვანტური წერტილები არის ნანონაწილაკები, ანუ ჩვენთვის ისინი შეუიარაღებელი თვალით უხილავები არიან. მათი…

გამოქვეყნდა: 23 ნოემბერი, 2023 · ნანახია 1799-ჯერ · სრულად →

მიმოხილვატ. 5, № 1, 2021, გვ. 5–10

იზოტოპების დაყოფა სპეციალიზებული მას-სპექტრომეტრის საშუალებით

დავით მახარაძე

იზოტოპების დაყოფის მას-სპექტრომეტრია არის სპეციალიზებული მეთოდი, რომელიც გამოიყენება იზოტოპების თანაფარდობის განსაზღვრისათვის კონკრეტულ ნივთიერებებში. ის საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ სხვადასხვა ნივთიერება და მივიღოთ ინფორმაცია მისი გეოგრაფიული, ბიოლოგიური…

გამოქვეყნდა: 28 თებერვალი, 2021 · ნანახია 3117-ჯერ · სრულად →

ისტორიატ. 5, № 1, 2021, გვ. 15–18

აკადემიკოსი ვლადიმერ იპატიევი

გია ადამია

XVII საუკუნის დასაწყისში რუსეთში ძალიან მძიმე პოლიტიკური ვითარება იყო, მეფის გარეშე დარჩენილ ერს განადგურება ემუქრებოდა და ბოაირების კრებამ გადაწყვიტა ეთხოვა რომანოებისთვის ხელში აეღო სამეფო სკიპტრა და ემართა რუსი ერი. რომანოვების გვარი დევნილი იყო და…

გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი, 2021 · ნანახია 2098-ჯერ · სრულად →

ისტორიატ. 5, № 1, 2021, გვ. 19–21

აკადემიკოსი ალექსეი ჩიჩიბაბინი

გია ადამია

ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევები ჩიჩიბაბინმა ჩაატარა პირიდინის შესწავლისას. პირიდინი ფართოდ გამოიყენება, როგორც გამხსნელი წამლების, ჰერბიციდების, პესტიციდების და სხვა აგროქიმიური პრეპარატების წარმოებაში. ჩიჩიბაბინმა შეიმუშავა ალკილ- და ფენილპირიდინების სინთეზის…

გამოქვეყნდა: 14 დეკემბერი, 2021 · ნანახია 1850-ჯერ · სრულად →

მიმოხილვატ. 4, № 2, 2020, გვ. 7–10

მწვანე ქიმია

დავით მახარაძე

მწვანე ქიმია არის ახალი მიდგომა მეცნიერებაში, რომელიც ფოკუსირებულია უსაფრთხო, ნაკლებად ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების წარმოებაზე, რომლებიც უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის, რომელთა გადამუშავება ან ელიმინაცია იქნება შესაძლებელი. მწვანე ქიმიის…

გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი, 2020 · ნანახია 5538-ჯერ · სრულად →

მიმოხილვატ. 4, № 1, 2020, გვ. 31–32

ქიმია და სურნელის ტექნოლოგიები

ე. გაბოძე

სხეულის სპეციფიურ სუნზე, იმაზე რამდენად განსხვავდება თითოეულ ადამიანისთვის, არაერთხელ უსაუბრიათ, უმსჯელიათ და განუხილიათ. სურნელის ძალას ადამიანები უძველესი დროიდან აცნობიერებდნენ, და სწორედ ამიტომ შეიქმნა სუნამოსა და ზოგადად პარფიუმერიის მთელი სამყარო.

გამოქვეყნდა: 28 მარტი, 2020 · ნანახია 2668-ჯერ · სრულად →

ესსეტ. 3, № 4, 2018, გვ. 17–17

ქიმიის ბუნება

ნინო ბენიძე

ფერი განაპირობებს ბუნების მშვენიერებასა და მომხიბვლელობას და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი, 2019 · ნანახია 2404-ჯერ · სრულად →

ესსეტ. 3, № 4, 2018, გვ. 18–19

ქიმია მთელი ცხოვრებაა

ელენე ჯოხაძე

მისი პრიორიტეტულობა დამეხმარა ... ამაყად, ლაღად შემებიჯებინა ქიმიის იდუმალ სამყაროში. მას შემდეგ, ქიმიის თვალით ვხედავ მოვლენებს, წარმატებებს, წარუმატებლობას... სადღაც ტემპერატურა მაკლია, სადღაც წნევა, სადღაც წონასწორობას ვამყარებ...

გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი, 2019 · ნანახია 2897-ჯერ · სრულად →

ესსეტ. 3, № 4, 2018, გვ. 20–21

ქიმიის გარეშე სამყარო გაჩერდება

ვერიკო სულხანიშვილი

ცხოვრება ქიმიის გარეშე სამყაროს გაჩერებას ნიშნავს და შეიძლება, ცხოვრება გაჩერებულ სამყაროში? ვერა, ვერ შევძლებთ, ამიტომ ქიმიას ვისწავლით და გავუფრთხილდებით...ქიმია ჩვენი ცხოვრებაა, მე შევიგრძენი ქიმიის მრავალფეროვნება და მთელი ძალით ვცდილობ, ეს მრავალფეროვნება…

გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი, 2019 · ნანახია 2881-ჯერ · სრულად →

მიმოხილვატ. 3, № 3, 2018, გვ. 10–13

ტყის ხანძრების გავლენა ეკოლოგიაზე

სალომე გოშაძე*, ანი ჭიჭინაძე

ხანძარი სპეციალური კერის არაკონტროლირებადი წვაა, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებას. ტყის ხანძრები კი ტყის მასივებსა და მცენარეებს ანადგურებს. მის წარმოქმნას ბუნებრივი და ანთროპოგენური მიზეზები აქვს. პირველი მათგანი ელვასა და გვალვას…

გამოქვეყნდა: 24 ივნისი, 2018 · ნანახია 7785-ჯერ · სრულად →

პოპულარულიტ. 3, № 3, 2018, გვ. 30–32

მიკროქიმიკოსი ქემოსინთეტიკოსი

დავით ჟღენტი

გარდა ქიმიის ხელოსობით აღჭურვილ ადამიანებისა, შემოქმედს უხვად შეუქმნია მიკროქიმიკოსები, რომლებიც დაუღალავად დღითიდღე იღწვიან, წრთვნიან და აყალიბებენ ჩვენ გარემოს და ეკოსისტემას.

გამოქვეყნდა: 15 თებერვალი, 2019 · ნანახია 4520-ჯერ · სრულად →

პოპულარულიტ. 3, № 3, 2018, გვ. 33–34

ქიმია და სპორტი

კახა ყიფიანი, ანა ლომაია*

ქიმია და სპორტი იმაზე ახლოსაა ერთმანეთთან, ვიდრე ეს ადამიანების უმრავლესობას წარმოუდგენია. სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება სპორტსმენების კომფორტულ და უსაფრთხო ასპარეზობას განაპირობებს. ჩვენი სტატიის მიზანია, უფრო კონკრეტულად გაჩვენოთ ის როლი, რასაც ქიმია სპორტის…

გამოქვეყნდა: 21 თებერვალი, 2019 · ნანახია 3196-ჯერ · სრულად →

ეკოლოგიატ. 3, № 2, 2018, გვ. 23–26

ქიმიური დაცვის საშუალებების როლი სოფლის მეურნეობაში

სალომე აბულაშვილი, მარიკა გაჩეჩილაძე

კაცობრიობის რეალური გადარჩენისათვის ბრძოლაში სოფლის მეურნეობის ქიმიზაციისა და გარემოს დაცვის მეცნიერული შესწავლა XXI საუკუნის გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესები პირდაპირ არის დაკავშირებული სამეურნეო…

გამოქვეყნდა: 23 თებერვალი, 2018 · ნანახია 6420-ჯერ · სრულად →

მიმოხილვატ. 3, № 2, 2018, გვ. 31–34

საღებრები კვების ტექნოლოგიისათვის

ალექსანდრე ჩალათაშვილი

დღეს, განვითარებული ტექნოლოგიები, შეუზღუდავ შესაძლებლობებს აძლევს ერთის მხრივ მწარმოებლებს, მიიღონ სასურველი ფორმა და ფერი და შექმნან გამორჩეული პროდუქცია და მეორეს მხრივ მომხმარებელს, შეარჩიოს მისთვის სასურველი პროდუქტი. მიუხედავად ამისა, არსებულ…

გამოქვეყნდა: 21 მარტი, 2018 · ნანახია 5220-ჯერ · სრულად →

კვლევატ. 3, № 2, 2018, გვ. 38–41

ასკორბინის მჟავას გამოკვლევა ზოგიერთ მცენარეულ ნაყენში, C ვიტამინით მდიდარი არომატიზირებული ღვინის დასამზადებლად

ალექსანდრე ჩალათაშვილი

სტატიაში განხილულია მცენარეული ნედლეულის სპირტწყლიან (ღვინის სპირტი) ნაყენებში და არომატიზებულ ღვინოში ასკორბინის მჟავას განსაზღვრის მეთოდი და შედეგები; არომატიზებული ღვინის დამზადების პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს სასიამოვნო და ამავდროულად სასარგებლო…

გამოქვეყნდა: 5 მაისი, 2018 · ნანახია 3276-ჯერ · სრულად →

პოპულარულიტ. 3, № 1, 2018, გვ. 9–11

ოთხი ახალი ელემენტი

დეა გოგიშვილი

IUPAC (International Union of Pure and Applied Chemistry)-ის მიერ გამოქვეყნებული სიახლე და ახლა უკვე ოფიციალურად დასრულებული მე-7 პერიოდი ფართო განხილვის საგანი გახდა. რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? რატომ განაგრძობენ მეცნიერები ახალი ელემენტების ძიებას?…

გამოქვეყნდა: 28 აპრილი, 2016 · ნანახია 9665-ჯერ · სრულად →

კვლევატ. 3, № 1, 2018, გვ. 9–11

ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის გამოყენება ქიმიის გაკვეთილზე

ნატალია ლუკაშევსკაია

ინტელექტს, ანუ გონებრივ უნარსა და ნიჭს, ბევრი განსაზღვრება აქვს. ამერიკელი მეცნიერის ფსიქოლოგის ჰოვარდ გარდნერის აზრით დაუშვებელია ადამიანის შეფასება დაბალი, საშუალო და მაღალი ინტელექტით, რადგანაც ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სწავლების სტილით…

გამოქვეყნდა: 25 მარტი, 2017 · ნანახია 5966-ჯერ · სრულად →

პოპულარულიტ. 3, № 1, 2018, გვ. 15–18

წითელი ღვინის ქიმიური შედგენილობა და სასარგებლო თვისებები

ნანა მეგრელიშვილი

განხილულია წითელი ღვინის ქიმიური შედგენილობა,მისი სასარგებლო თვისებები, ზემოქმედება ორგანიზმზე. ღვინის სასარგებლო თვისებების დამოკიდებულება დამზადების ტექნოლოგიაზე, წითელი ღვინით მკურნალობა და მისი კალორიულობა.

გამოქვეყნდა: 30 მარტი, 2017 · ნანახია 11373-ჯერ · სრულად →

პოპულარულიტ. 1, № 2, 2014, გვ. 16–20

ყავის ქიმია

ირმა ლაგვილავა

ყავასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გაგიგონიათ ალბათ. სასარგებლოა თუ მავნებელი ყავა? როგორია ყავის ქიმიური შემადგენლობა? რატომ ვეჩვევით ყავას? საიდან წარმოიშვა სიტყვა ყავა?

გამოქვეყნდა: 13 აგვისტო, 2013 · ნანახია 12519-ჯერ · სრულად →

პოპულარულიტ. 1, № 2, 2014, გვ. 21–25

სიყვარული, ჰორმონები და ქიმია

ირმა ლაგვილავა

რა არის სიყვარულის ქიმია? სიყვარული-ეს ამაღლებული გრძნობაა, მაგრამ მისი ბევრი ასპექტი შეიძლება აიხსნას ექვსი ძირითადი ჰორმონით, ესენია: დოფამინი, სეროტონინი, ადრენალინი, ენდორფინი, ოქსიტოცინი და ვაზოპრესენი. ეს ჰორმონთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც გავლენას…

გამოქვეყნდა: 18 დეკემბერი, 2013 · ნანახია 17738-ჯერ · სრულად →

პოპულარულიტ. 1, № 2, 2014, გვ. 26–27

"სიკვდილი სიცოცხლის სამსახურში"

ნათია ბოტკოველი

ყოველგვარი საბუნებისმეტყველო განათლების გარეშეც კი, ბუნებაზე დაკვირვებული ადამიანი მიხვდება, რომ სამყაროში უკვალოდ არაფერი ქრება, მხოლოდ მათი გარდაქმნა ხდება. ერთი სიცოცხლე მეორეს წარმოშობს. ბუნების მესაიდუმლე, ვაჟა-ფშაველა წერდა: "სიცოცხლეს სიცოცხლე უყვარს".

გამოქვეყნდა: 4 აპრილი, 2014 · ნანახია 6628-ჯერ · სრულად →

მიმოხილვატ. 1, № 2, 2014, გვ. 30–32

შაქრის შემცვლელები - ბუნებრივი და ხელოვნური დამატკბობლები

ნანა მეგრელიშვილი

უამრავი კითხვა არსებობს შაქრის შემცვლელებთან დაკავშირებით, რამდენად სასარგებლო და უსაფრთხოა მათი გამოყენება დიაბეტით დაავადებული ადამიანებისა თუ უბრალოდ, დიეტური კვების დროს, რომელია უსაფრთხო დამატკბობელი, ხოლო რომლის გამოყენებისაგან სჯობს თავი შევიკავოთ…

გამოქვეყნდა: 8 ივლისი, 2014 · ნანახია 15815-ჯერ · სრულად →

პოპულარულიტ. 1, № 2, 2014, გვ. 49–52

მიკროელემენტები და მათი მნიშვნელობა მცენარეთათვის

ოთარ ბიბილეიშვილი

ნიადაგში მიკროელემენტების უკმარისობისას კლე¬ბუ-ლობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა და მისი ხარისხიც მკვეთრად ეცემა. შესაბამისად მცენარეული პროდუქტებიც არასრულ¬ფა-სოვანი ხდება. ხარისხის გაუარესება კი შეიძლება გახდეს გამომწვევი მიზეზი სერიოზული…

გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი, 2014 · ნანახია 6321-ჯერ · სრულად →

პოპულარულიტ. 1, № 2, 2014, გვ. 52–55

განახლებადი ცელულოზაშემცველი ნაერთები, როგორც გარემოსთვის ნაკლებად საზიანო რესურსი ბიოსაწვავის წარმოებისთვის

ნონა ნონიაშვილი

დედამიწის განახლებადი ბიომასის წარმოქმნის პოტენციალის გაანგარიშების შედეგად დადგინდა, რომ ფოტოსინთეზის საშუალებით დედამიწაზე ყოველწლიურად 120-150 მილიარდი ტონა ნახშირბადის ფიქსაცია წარმოებს. ამას ემატება ოკეანეში ფიქსირებული 50-60 მილიარდი ტონა ბიომასის…

გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი, 2014 · ნანახია 7265-ჯერ · სრულად →

პოპულარულიტ. 1, № 1, 2013, გვ. 16–16

სამყაროს წონასწორობა

თამარ რაზმაძე

დრომ წარმოშვა პრობლემა? ისევ დრო მოიტანს საშველს. რეცეპტი ბუნებაშია, მაგრამ მას დაკვირვება, მოსმენა და გაგება სჭირდება. არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია, რომ ბუნების ენა ქიმიაა. ყოველშემთხვევაში ის მე ამ ენაზე მესაუბრება.

გამოქვეყნდა: 12 მარტი, 2013 · ნანახია 3656-ჯერ · სრულად →

მიმოხილვატ. 1, № 1, 2013, გვ. 17–22

მელატონინისა და β-კარბოლინის ანალოგების შესახებ

ლუიზა თალაკვაძე

ექსპერიმენტალურად არის ნაჩვენები, რომ ეპიფიზის ჰორმონალური ნაერთის – მელატონინის და β-კარბოლინის ცხიმოვან-არომატული ანალოგები, რომლებიც მიეკუთვნებიან ზემოთ განხილული ნაერთების სერიას, სიმსივნის ზოგიერთი შტამის მიმართ ამჟღავნებენ კიბოს საწინააღმდეგო მოქმედებას.

გამოქვეყნდა: 19 მარტი, 2013 · ნანახია 8477-ჯერ · სრულად →

სწავლებატ. 1, № 1, 2013, გვ. 23–27

პასუხების შეტანის პრობლემები ცოდნის კომპიუტერული კონტროლის განხორციელებისას

როზლანდ კვირკველია

სტატიაში შემოთავაზებულია კომპიუტერული კონტროლის მოდიფიცირებული მეთოდი (“მენიუს მეთოდი ნაწილობრივ ფარული პასუხებით”), რომელიც, ტრადიციულისგან განსხვავებით, უზრუნველყოფს კომპიუტერული კონტროლის ჩატარების უფრო ზუსტ შედეგებს, ხოლო სასწავლო პროცესში გამოყენებისას…

გამოქვეყნდა: 20 მარტი, 2013 · ნანახია 4422-ჯერ · სრულად →

მიმოხილვატ. 1, № 1, 2013, გვ. 39–40

მზე - ოქროს დისკი

რეზო კლდიაშვილი, დავით დადიანი

მე-18 საუკუნის ფლორენციელმა მოაზროვნემ გალილეო გალილეიმ თავისი ტელესკოპი ცისკენ მიმართა და აღნიშნა, რომ მზე სულაც არ არის იდეალური როგორც აქამდე მიაჩნდათ, მან მზეზე შენიშნა ლაქები. ამ მოსაზრებამ რევოლუცია მოახდინა მეცნიერებაში. გაჩნდა კითხვები: რა ლაქებია? რა…

გამოქვეყნდა: 5 აპრილი, 2013 · ნანახია 5729-ჯერ · სრულად →

მიმოხილვატ. 1, № 1, 2013, გვ. 45–54

გენმოდიფიცირებული პროდუქტები - რეალური თუ ცრუ საფრთხე?

ლიანა ქოიავა, თამარ კაჭარავა

თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდების შედეგად შესაძლებელია მცენარის, ან ცხოველის ამა თუ იმ სახეობისათვის “სასურველი” თვისების მინიჭება. მაგრამ უსაფრთხოა თუ არა ადამიანისათვის გენურად მოდიფიცირებული პროდუქტები? სტატიაში განხილულია ორი საწინააღმდეგო თვალთახედვა…

გამოქვეყნდა: 19 აპრილი, 2013 · ნანახია 15796-ჯერ · სრულად →

მიმოხილვატ. 1, № 1, 2013, გვ. 63–68

ლუმინესცენციის ფენომენი

ირმა ლაგვილავა

რა არის ლუმინესცენცია და როგორი ნაერთები ლუმინესცენცირებენ? როგორია ლუმინოფორული ნაერთების სტრუქტურული თავისებურებები და რა კანონზომიერებებია დაკავშირებული სხვადასხვა ნაერთის ფლუორესცენციულ თვისებასთან? ეს მოვლენა დღეისათვის მეცნიერების ინტენსიური კვლევის…

გამოქვეყნდა: 6 ივლისი, 2013 · ნანახია 7815-ჯერ · სრულად →