ნობელიანტები ქიმიაში

ლუის ევგენი ბრიუსი (Louis Eugene Brus )

დაბადება: 1943-08-10 (კლივლენდი, აშშ)

გარდაცვალება: 2026-01-11

ალმა–მატერი: რაისის უნივერსიტეტი (Rice University); კოლუმბიის უნივერსიტეტი (Columbia University)

პრემია:2023

კვანტური წერტილების აღმოჩენისა და სინთეზისთვის“

ლუის ბრიუსი იყო ამერიკელი ქიმიკოსი, რომლის სამეცნიერო ინტერესები მოიცავდა ქიმიურ ფიზიკას, ნახევარგამტარულ ნანოკრისტალებს, ფოტოქიმიასა და ნანომასალების ელექტრონულ სტრუქტურას.

იგი მუშაობდა Bell Laboratories-ში, სადაც ნანოკრისტალების კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღო, შემდეგ კი კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. მისმა ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა კვანტური წერტილების შესწავლას როგორც დამოუკიდებელ სამეცნიერო მიმართულებას.

ბიოგრაფია

ლუის ევგენი ბრიუსი დაიბადა 1943 წლის 10 აგვისტოს, კლივლენდში, ოჰაიოს შტატში. 1965 წელს რაისის უნივერსიტეტში ქიმიური ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო, შემდეგ კი სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში განაგრძო. 1969 წელს მან ქიმიური ფიზიკის დოქტორის ხარისხი მოიპოვა.

დოქტორანტურის დასრულების შემდეგ ბრიუსი მუშაობდა აშშ-ის საზღვაო კვლევით ლაბორატორიაში (Naval Research Laboratory). 1973 წელს Bell Laboratories-ს შეუერთდა, სადაც ნახევარგამტარული ნანოკრისტალების კვლევაზე მუშაობა დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა მისი ძირითადი სამეცნიერო მიმართულება — იმის შესწავლა, თუ როგორ იცვლება მასალის ელექტრონული და ოპტიკური თვისებები, როდესაც მისი ზომა ნანომეტრულ მასშტაბამდე მცირდება.

1980-იან წლებში ბრიუსმა ექსპერიმენტულად აჩვენა, რომ ხსნარში დისპერგირებული ნახევარგამტარული ნანონაწილაკების ოპტიკური თვისებები მათი ზომის მიხედვით იცვლება. ამ ეფექტს კვანტურ ზომით ეფექტს უწოდებენ. ნანონაწილაკებში ელექტრონებისა და ხვრელების მოძრაობა სივრცით იზღუდება, რის გამოც იცვლება ენერგეტიკული დონეები და სინათლის შთანთქმისა და გამოსხივების მახასიათებლები.

1996 წელს ბრიუსი კოლუმბიის უნივერსიტეტში დაბრუნდა პროფესორის თანამდებობაზე. მან განაგრძო კვანტური წერტილების, ცალკეული მოლეკულების ოპტიკური თვისებებისა და ნანონაწილაკების ზედაპირზე მიმდინარე ფოტოქიმიური პროცესების კვლევა.

2023 წელს ბრიუსს, ბავენდთან და ეკიმოვთან ერთად, ნობელის პრემია მიენიჭა კვანტური წერტილების აღმოჩენისა და სინთეზისათვის. მისი აღმოჩენები დღეს მნიშვნელოვანია კვანტურ ელექტრონიკაში, ბიოლოგიურ გამოსახულებაში, მზის ენერგიის გარდაქმნასა და სინათლის გამომსხივებელ მოწყობილობებში.

ძირითადი შრომები

1. Rossetti, R.; Nakahara, S.; Brus, L. E. Quantum Size Effects in the Redox Potentials, Resonance Raman Spectra, and Electronic Spectra of CdS Crystallites in Aqueous Solution. The Journal of Chemical Physics, 1983, 79, 1086–1088. DOI: 10.1063/1.445834.

2. Brus, L. E. Electron–Electron and Electron–Hole Interactions in Small Semiconductor Crystallites: The Size Dependence of the Lowest Excited Electronic State. The Journal of Chemical Physics, 1984, 80, 4403–4409. DOI: 10.1063/1.447218.

3. Steigerwald, M. L.; Brus, L. E. Semiconductor Crystallites: A Class of Large Molecules. Accounts of Chemical Research, 1990, 23, 183–188.

4. Brus, L. E. A Simple Model for the Ionization Potential, Electron Affinity, and Aqueous Redox Potentials of Small Semiconductor Crystallites. The Journal of Chemical Physics, 1983, 79, 5566–5571.

5. Efros, A. L.; Brus, L. E. Nanocrystal Quantum Dots: From Discovery to Modern Development. ACS Nano, 2021, 15, 6192–6210. DOI: 10.1021/acsnano.1c01350.

ნაშრომები

ლიტერატურა

The Nobel Prize in Chemistry 2023 - NobelPrize.org

სტატია მომზადებულია მიერ