ნობელიანტები ქიმიაში
დენ შეხტმანი (Dan Shechtman )
დაბადება: 1941-01-24 (თელ ავივი, პალესტინის ბრიტანული მანდატი)
გარდაცვალება:
ალმა–მატერი: ტექნიონი - ისრაელის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (ჰაიფა, ისრაელი)
პრემია:2011
„კვაზიკრისტალების აღმოჩენისათვის“
მყარ ნივთიერებათა უმრავლესობას კრისტალები წარმოადგენენ – ნივთიერებები, რომელთა სტრუქტურაში ატომები მოწესრიგებულად ერთნაირად არიან განლაგებულნი. ფიზიკოსებს დიდი ხნის განმავლობაში სჯეროდათ, რომ ყველა კრისტალის სტრუქტურა შედგებოდა ფრაგმენტებისაგან/ნიმუშებისაგან, რომლებიც მუდმივად მეორდებოდნენ.
1982 წელს, დიფრაქციული ნიმუშების სახელით ცნობილი მოვლენის შესწავლისას, რომელიც კრისტალში რენტგენის სხივების გავლის შედეგად ჩნდება, დენ შეხტმანმა აღმოაჩინა დიფრაქციული ნიმუში, რომელიც არ ემთხვეოდა პერიოდულად განმეორებად სტრუქტურას. ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ არსებობენ კრისტალური სტრუქტურები, რომლებიც მათემატიკურად რეგულარულია, თუმცა არ გააჩნიათ განმეორებადობა. ასეთ კრისტალებს კვაზიკრისტალები ეწოდათ.
2011 წელს დენ შეხტმანს ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.
ბიოგრაფია
სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ
ჩვენი სტუმრები
ზაზა მეტრეველი - აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი
ახალგაზრდები და სტუდენტები ერთნაირად ნიჭიერები არიან...
სწრაფი ბმულები




