ნობელიანტები ქიმიაში
აზიზ სანკარი (Aziz Sancar )
დაბადება: 1946-08-09 (სავური, თურქეთი)
გარდაცვალება:
ალმა–მატერი: ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტი, აშშ
პრემია:2015
„დნმ-ის აღდგენის პროცესის შესწავლისთვის“
ცოცხალ უჯრედებს აქვთ დნმ-ის მოლეკულები, რომლების ორგანიზმში გენების გადამტანები არიან. ორგანიზმის სიცოცხლისა და განვითარებისთვის საჭიროა, რომ დნმ-ის სტრუქტურა არ შეიცვალოს, თუმცა მიუხედავად დნმ-ის მოლეკულის სტაბილურობისა ის მაინც ზიანდება.
1983 წელს ბაქტერიების შესწავლის შედეგად აზიზ სანკარმა აჩვენა თუ როგორ შეეძლო ცალკეულ ცილის მოლეკულებს, აღმდგენ ფერმენტებს, დაზიანებული დნმ-ის აღდგენა ულტრაიისფერი გამოსხივებით.
ამ აღმოჩენამ გააღრმავა ჩვენი ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ცოცხალი უჯრედი, რა არის სიმსივნის გამომწვევი მიზეზი და თუ როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი.
ბიოგრაფია
აზიზ სანკარი დაიბადა თურქეთის ქალაქ სავურში.
1969 წელს დაამთავრა სტამბულის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.
1971 წელს ტეხასის უნივერსიტეტში გაიარა მაგისტრატურა მოლეკულური ბიოლოგიის განხრით.
1977 წელს ტეხასის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი.
2005 წელს გაწევრიანდა „მეცნიერების ეროვნულ აკადემიაში“, იგი გახდა პირველი თურქი, რომელიც ამ აკადემიის წევრია.
სანკარი მეორე თურქია, მწერალ ორჰან ფამუქის შემდეგ, რომელმაც ნობელის პრემია აიღო.
სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ