ნობელიანტები ქიმიაში

 

აკირა იოშინო (Akira Yoshino )

 

დაბადება: 1948-01-30 (, იაპონია)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი:

პრემია:2019

„ლითიუმ-იონის ელემენტის განვითარებისათვის“

 

 

ელექტროენერგიის შენახვა ბატარეებში არის მთავარი ფაქტორი მსოფლიოში ენერგიის მომარაგების  პრობლემის გადასაჭრელად. ელემენტებში ლითუმის გამოყენება ხელსაყრელია, რადგან იგი მარტივად გასცემს ელექტრონს.

 1983 წელს აკირა იოშინომ დაამზადა მრავალჯერადად დამუხტვის უნარის მქონე ელემენტის პროტოტიპი, რომელშიც ის LiCoO2-ს იყენებდა ისე როგორც კათოდს, ხოლო პოლიაცეტილენს როგორც ანოდს.

ამ პროტოტიპში,  ანოდის მასალა არ შეიცავდა ლითიუმს, თუმცა დამუხტვის დროს ლითიუმის იონები გადაადგილდებოდნენ LiCoO2-ის კათოდიდან  ანოდისაკენ, ეს ყველაფერი წინ უძღვოდა ლითიუმ-იონური ბატერეის შემდგომში უფრო ღრმად შესწავლას.

1985 წელს მეცნიერმა კვლევის მეთოდი შეცვალა პოლიაცეტილენის ნაცვლად მან დაიწყო ნახშრბადოვანი მასალის გამოყენება ანოდად. ნახშირბადის მასალას გააჩნია სივრცეები, სადაც შესაძლებელია ლითიუმის იონების განთავსება. ეს იყო პირველი კომერციულად ხელსაყრელი ლითიუმ-იონის ბატარეა, ასეთი ელემენტები ფართოდ გამოიყენება ელექტრო მოწყობილობებში, მაგალითად მობილური ტელეფონეში და ელექტრომობილეში, ამ კვლევამ   ა

 

ბიოგრაფია

აკირა იოშინო დაიბადა იაპონიის ქალაქ სუიტაში. იოშინომ 1970 წელს ბაკალავრის, ხოლო 1972 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო პეტროქიმიაში, კიოტოს უნივერსიტეტში.

ამის შემდეგ მან მუშაობა დაიწყო ქიმიურ კომპანია-Asahi Chemica-ში

1981  წელს იოშინომ დაიწყო მრავალჯერადი დატენვის ელემენტებზე  კვლევა პოლიაცეტილენის გამოყენებით.

2005 წელს იოშინომ მიიღო დოქტორის წოდება ინჟინერიაში, ისაკას უნივერსიტეტში. იგი გახდა ლითიუმის იონის აკუმულატორების ტექნოლოგიისა და შეფასების ცენტრის პრეზიდენტი 2010 წელს.  

2014 წელს მან შარლ სტარკის დრაიპერის პრემია მოიგო, რომელიც აშშ-ს საინჟინრო ეროვნულმა აკადემიამ (NAE) მიანიჭა სპეციალურ საინჟინრო მიღწევებისთვის.

მას ასევე ეკავა პოზიციები როგორც მეიჯოს უნივერსიტეტის პროფესორი, კიუშუს უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და ასაჰი კასეის საპატიო თანამშრომელი.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ