ნობელიანტები ქიმიაში
როჯერ კორნბერგი (Roger D. Kornberg )
დაბადება: 1947-04-24 (სენტ–ლუისი, მისურის შტატი, აშშ)
გარდაცვალება:
ალმა–მატერი: სტენფორდის უნივერსიტეტი. (სტენფორდი, კალიფორნიის შტატი, აშშ)
პრემია:2006
"გენეტიკური ინფორმაციის უჯრედებით კოპირების მექანიზმის შესწავლისათვის"
ორგანიზმის გენები დნმ–ის მოლეკულაში ინახება. დნმ–დან გენები რნმ–ში გადადიან და ცილების წარმოქმნის დროს გარდაიქმნებიან. უჯრედის ბირთვების არ მქონე ბაქტერიებისათვის დნმ–ში შენახული გენების რნმ–ში გადატანის პროცესი 1960–იან წლებში აღიწერა.
2000–იანი წლების დასაწყისში როჯერ კორნბერგმა საფუარის შესწავლისას წარმატებით შეძლო გენეტიკური ინფორმაციის გადატანის პროცესის ასახვა იმ ორგანიზმებისათვის, რომელთა უჯრედებს გააჩნიათ მემბრანით შემოსაზღვრული ბირთვი (ეუკარიოტული უჯრედები).
მისი კვლევები მოიცავდა რნმ–ის პოლიმერაზის პროცესში აქტიური ცილის სტრუქტურის განსაზღვრასა და იმ სურათების შექმნას, რომლებიც გვიჩვენებენ თუ როგორ წარმოიქმნება რნმ–ის მოლეკულა.
2006 წელს როჯერ კორნბერგს ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.
ბიოგრაფია
როჯერ კორნბერგი დაიბადა სენტ–ლუისში (აშშ). მისი მშობლები ბიოქიმიკოსები იყვნენ. მამამ, არტურ კორნბერგმა, 1959 წელს მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიიღო. როჯერი ჰარვარდის უნივერსიტეტში (კემბრიჯი) სწავლობდა ქიმიას და 1972 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში (კალიფორნია) ქიმიური ფიზიკის დარგში დოქტორის ხარისხი მიიღო. ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში ყოფნის შემდეგ იგი სტენფორდის უნივერსიტეტში დაბრუნდა, სადაც დაიწყო კვლევა იმ თემაზე, რომელმაც ნობელის პრემია მოუტანა
სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ