APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
ელ-რესურსები

ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური · IUPAC-ის „ოქროს წიგნის“ საფუძველზე

English

Marcus equation (for electron transfer)

Relation between the rate of outer-sphere electron transfer and the thermodynamics of this process. Essentially, the rate constant within the encounter complex (or the rate constant of intramolecular transfer) is given by the Eyring equation:

where k is the Boltzmann constant, h the Planck constant, R the gas constant and kET the so-called electronic transmission factor (kET ~ 1 for adiabatic and < < 1 for diabatic electron transfer). For outer-sphere electron transfer the barrier height can be expressed as:

where ΔETG°  is the standard Gibbs energy change accompanying the electron-transfer reaction and  λ the total reorganization energy.

ქართული

მარკუსის განტოლება (ელექტრონის გატანისათვის)

ასახავს კავშირს გარე სფეროდან ელექტრონების გადატანის სიჩქარესა და ამ პროცესის თერმოდინამიკას შორის. არსებითად, სიჩქარის მუდმივა შეჯახების კომპლექსის შიგნით (ან შიგამოლეკულური გადატანის სიჩქარის მუდმივა) მოცემულია ეირინგის განტოლებით:

სადაც k არის ბოლცმანის მუდმივა, h - პლანკის მუდმივა, R - აირთა მუდმივა, ხოლო kET - ე. წ. ელექტრონული გადატანის კოეფიციენტი (kET ~ 1 ადიაბატური და < < 1 დიაბატური პროცესისათვის). გარე სფეროს ელექტრონების გადატანისათვის ბარიერის სიმაღლე შემდეგნაირად შეიძლება გამოისახოს:

სადაც ΔETG° არის სტანდარტული გიბსის ენერგიის ცვლილება, რომელიც ახლავს ელექტრონის გადატანის რეაქციას, ხოლო λ - რეორგანიზაციის სრული ენერგია.

წყარო · Source

PAC, 2007, 79, 293 (Glossary of terms used in photochemistry, 3rd edition (IUPAC Recommendations 2006)) on page 368

შეცდომა შენიშნეთ? მოგვწერეთ.