APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
ელ-რესურსები

ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური · IUPAC-ის „ოქროს წიგნის“ საფუძველზე

English

diabatic electron transfer

Electron transfer process in which the reacting system has to cross over between different electronic surfaces in passing from reactants to products. For diabatic electron transfer the electronic transmission factor is ≪ 1 (see Marcus equation). The term non-adiabatic electron transfer has also been used and is in fact more widespread, but should be discouraged because it contains a double negation.

See also:adiabatic electron transfer

ქართული

ელექტრონის დიაბატური გადატანა

ელექტრონების გადატანის პროცესი, რომლის დროსაც რეაგენტებიდან პროდუქტებზე გადასვლისას მორეაგირე სისტემა უნდა გადავიდეს სხვადასხვა ელექტრონულ ზედაპირებს შორის. ელექტრონის დიაბატური გადატანისათვის ელექტრონული გადატანის ფაქტორი არის ≪ 1 (იხ. მარკუსის განტოლება). ასევე გამოიყენება ტერმინი ელექტრონის არაადიაბატური გადატანა, რომელიც, ფაქტობრივად, უფრო ფართოდ არის გავრცელებული, მაგრამ ის არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან ორმაგ უარყოფას შეიცავს

ასევე იხილეთ:ელექტრონის ადიაბატური გადატანა

წყარო · Source

PAC, 1996, 68, 2223 (Glossary of terms used in photochemistry (IUPAC Recommendations 1996)) on page 2236

შეცდომა შენიშნეთ? მოგვწერეთ.