ელექტრული ნეიტრალური მოლეკულები, რომლებიც ატარებენ დადებით და უარყოფით მუხტს მათ ერთ-ერთ ძირითად . დიპოლარული ნაერთების უმეტესობაში მუხტები დელოკალიზებულია; თუმცა ტერმინი ასევე გამოიყენება იმ ნაწილაკებისთვისაც, რომლებშიც დელოკალიზაცია არაა. 1,2-დიპოლარულ ნაერთებში საპირისპირო მუხტები მეზობელ ატომებზეა განლაგებული. ტერმინი 1,3-დიპოლარული ნაერთები გამოიყენება იმ ნივთიერებებისათვის, რომლებშიც მნიშვნელოვანი კანონიკური რეზონანსული ფორმა შეიძლება წარმოდგენილი იყოს მუხტის გადანაწილებით სამ ატომზე (1,3-დიპოლარული ციკლომიერთებასთან დაკავშირებით). 1,3-დიპოლარული ნაერთების ქვეკლასები მოიცავს:
1.ალილის ტიპის ნაერთებს:
X=Y+–Z− X−–Y+=Z X+–Y–Z− X−=Y–Z+ (X, Z = C, N, ან O; Y = N ან O)
იხილეთ: აზო იმიდები, აზომეთინის იმიდები, აზომეთინის ილიდები, აზოქსინაერთები, კარბონილის იმიდები, კარბონილის ოქსიდები, კარბონილის ილიდები, ნიტრონები, ნიტრონაერთები
2.პროპარგილის ტიპის ნაერთებს:
X≡N+–Z− X−=N+=Z X−=N–Z+ X–N=Z (X = C ან O, Z = C, N ან O)
იხილეთ: ნიტრილის იმიდები, ნიტრილის ოქსიდები, ნიტრილის ილიდები, ნიტრილის ბეტაინები, აზიდები, დიაზო]ნაერთები
3.კარბენის ტიპის ნაერთებს:
X:–C=Z X+=C–Z− (X = C ან N; Z = C, N, ან O)
იხილეთ: აცილკარბენები, იმიდოილკარბენები, ვინილკარბენები, ბეტაინები