ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

measurement uncertainty

გაზომვის განუზღვრელობა

Analytical chemistry ანალიზური ქიმია

Non-negative parameter characterizing the dispersion of the quantity values being attributed to a
measurand, based on the information used.

Note 1: Measurement uncertainty includes components arising from systematic effects, such as
components associated with corrections and the assigned quantity values of measurement standards, as
well as the definitional measurement uncertainty. Sometimes estimated systematic effects are not
corrected for but, instead, associated measurement uncertainty components are incorporated.
Note 2: The parameter may be, for example, a standard deviation termed standard measurement
uncertainty (or a specified multiple of it), or the half-width of an interval, having a stated coverage
probability.
Note 3: Measurement uncertainty comprises, in general, many components. Some of these may be
evaluated by Type A evaluation of measurement uncertainty from the statistical distribution of the
quantity values from series of measurements and can be characterized by standard deviations. The
other components, which may be evaluated by Type B evaluation of measurement uncertainty, can also
be characterized by standard deviations, evaluated from probability density functions based on
experience or other information.
Note 4: In general, for a given set of information, it is understood that the measurement uncertainty is
associated with a stated quantity value attributed to the measurand. A modification of this value results
in a modification of the associated uncertainty.


არაუარყოფითი პარამეტრი, რომელიც გამოყენებული ინფორმაციის საფუძველზე
ახასიათებს გასაზომ სიდიდეზე მიკუთვნებული რაოდენობრივი მნიშვნელობების
დისპერსიას.

შენიშვნა 1: გაზომვის განუზღვრელობა მოიცავს სისტემატური ეფექტებიდან
წარმოშობილ კომპონენტებს, როგორიცაა: კორექტირებასთან დაკავშირებული
კომპონენტები და გაზომვის სტანდარტების მინიჭებული რაოდენობრივი
მნიშვნელობები, ასევე გაზომვის განსაზღვრული განუზღვრელობა. ზოგჯერ

შეფასებული სისტემატური ეფექტები არ კორექტირდება და მის ნაცვლად მოიცავს
გაზომვის განუზღვრელობის შესაბამის კომპონენტებს.
შენიშვნა 2: მაგალითად, პარამეტრი შეიძლება იყოს სტანდარტული გადახრა ან მისი
კონკრეტული ჯერადი, ან ინტერვალის ნახევარი სიგანე, რომელსაც აქვს მოცემული
დაფარვის ალბათობა.
შენიშვნა 3: ზოგადად, გაზომვის განუზღვრელობა მრავალ კომპონენტს მოიცავს.
ზოგიერთი მათგანი შეიძლება შეფასდეს გაზომვის განუზღვრელობის A ტიპის
შეფასებითი გაზომვის სერიების რაოდენობრივი მნიშვნელობების სტატისტიკური
განაწილების მიხედვით და შესაძლოა დახასიათდეს სტანდარტული გადახრებით. სხვა
კომპონენტები, რომლებიც შეიძლება შეფასდეს გაზომვის განუზღვრელობის B ტიპის
შეფასებით, ასევე შეიძლება დახასიათდეს სტანდარტული გადახრებით, რომლებიც
შეფასებულია ალბათობის სიმკვრივის ფუნქციებიდან გამოცდილების ან სხვა
ინფორმაციის საფუძველზე.
შენიშვნა 4: ზოგადად, მოცემული ინფორმაციის ნაკრებისთვის იგულისხმება, რომ
გაზომვის განუზღვრელობა დაკავშირებულია გაზომილი სიდიდისთვის მიკუთვნებულ
და მითითებულ სიდიდის მნიშვნელობასთან. ამ მნიშვნელობის მოდიფიკაცია იწვევს
მასთან დაკავშირებული განუზღვრელობის მოდიფიკაციას.

Source | წყარო:
B. Hibbert, Compendium of terminology in analytical chemistry. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2019.