შპს “მულტიტესტი“ სოფელ დიღომში, დიდგორის ქუჩის 13 ნომერში მდებარეობს. მას რეგიონული ფილიალები არ აქვს. ლაბორატორია 2005 წლიდან ფუნქციონირებს, აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია და ISO-ს სტანდარტებით მუშაობს. ხარისხის კვების ლაბორატორია, საკვების, სასმელის და ნიადაგების განხრით. ლაბორატორიაში 2,5 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. “მულტიტესტში” 25 ადამიანია დასაქმებული.