APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
კვების ტექნოლოგია

მანნა

ჩვენს შესახებ

2016 წელს სოფელ საგურამოში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანიაგრო პროექტის - APMA-ს თანადაფინანსებითა და დამფუძნებლების მიერ ინვესტირებული თანხებით დაიწყო თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტებ ის გადამამუშავებელი და დასაფასოებელი საწარმოს - „მანნ“-ს მშენებლობა. 2017 წლის სექტემბრიდან კომპანიამ სრული დატვირთვით დაიწყო მუშაობა.

საწარმო დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მართვისა და წარმოების სფეროებში. ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფილ დაცვას უზრუნველყოფენ დარგისა და სურსათის უსაფრთხოების პროფესიონალი სპეციალისტები.

კომპანია აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. „მანნა“ ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული/არაორგანული, პრემიუმ ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე. საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა, რომელიც ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის უვნებელი პროდუქციის წარმოების წინაპირობას წარმოადგენს.
დასაქმებულთა რაოდენობა (მ. შ. ქიმიკოსი)
24

წარმოებული პროდუქცია

ჩაი

კვების ტექნოლოგია