ეს საინტერესოა
იაპონელმა მეცნიერებმა მზის ხილული სინათლის ულტრაიისფერად გარდამქმნელი ახალი მასალა შექმნეს
კიუშუს უნივერსიტეტის (იაპონია) მკვლევრებმა შექმნეს ახალი მყარი ორგანული მასალა, რომელსაც შეუძლია მზის ხილული სინათლე ულტრაიისფერ (UV) სინათლედ გარდაქმნას ჩვეულებრივი მზის ინტენსივობის პირობებში. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Communications-ში.
მეცნიერებმა სპეციალურად მოდიფიცირებული ორგანული ნახევარგამტარი (DHI) გამოიყენეს, რომლის მოლეკულებს შორის ოპტიმალური მანძილის შექმნით შესაძლებელი გახდა ენერგიის ეფექტური გადაცემა. შედეგად, მასალამ მიაღწია 1.9%-იან ფოტო-აპკონვერსიის ეფექტიანობას, რაც ნიშნავს, რომ ყოველი 100 შთანთქმული ხილული ფოტონიდან დაახლოებით ორი ულტრაიისფერი ფოტონი წარმოიქმნება.
ახალი ტექნოლოგია ეფუძნება ე.წ. ტრიპლეტ-ტრიპლეტური ჩახშობა (triplet-triplet annihilation -TTA) პროცესს, რომლის დროსაც ორი დაბალი ენერგიის მქონე ხილული ფოტონის ენერგია ერთიანდება და წარმოიქმნება ერთი, უფრო მაღალი ენერგიის მქონე უი ფოტონი.
მკვლევრების შეფასებით, ახალი მასალა შეიძლება გამოყენებულ იქნას მზის ენერგიაზე მომუშავე ფოტოკატალიზში, ჰაერის გაწმენდის სისტემებში, ასევე დაბალი ინტენსივობის 3D ბეჭდვის ტექნოლოგიებში. მასალის წარმოება შედარებით მარტივი და დაბალღირებულებიანი საწყისი ნაერთებით არის შესაძლებელი.
კვლევის ავტორების განცხადებით, ეს მიღწევა 14-წლიანი სამეცნიერო მუშაობის შედეგია და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ფოტონური აპკონვერსიისა და მოლეკულური თვითაწყობის ტექნოლოგიების განვითარებაში.
წყარო:Kyushu University. "New solid-state material converts sunlight into higher-energy UV light." ScienceDaily. ScienceDaily, 26 June 2026. .
გამოქვეყნებულია: 10-07-2026
ჩვენი სტუმრები
სწრაფი ბმულები




