ეს საინტერესოა

 

მოულოდნელი მასალები რემბრანდტის ფერწერაში

1641 წელს რემბრანდტ  ვან რეინის მიერ დახატული ნიკოლას ვან ბამბეკის პორტრეტის (ბელგიის ხელოვნების სამეფო მუზეუმები, ბრიუსელი) მხატვრული მასალები შეისწავლეს მაღალი რეზოლუციის კასეტური- TOF-SIMS გამოსახულების გამოყენებით. პირველ ეტაპზე გამოიყენეს ზომიერი სივრცული რეზოლუცია (2 მკმ) ფენის სტრუქტურის და თითოეული ფენის ქიმიური შემადგენლობის დასახასიათებლად მაღალი მასის  გარჩევადობის გამო. შემდეგ, მეორე ეტაპზე  მასობრივი დაბალი რეზოლუციის მიუხედავად, მტევნის პირველადი იონის სხივი ფოკუსირებული იყო 1 მკმ-ზე დაბლა, რათა მოხატულ ნიმუშში უფრო მცირე სტრუქტურები გამოჩენილიყო. კვლევამ დაადასტურა სახამებლის არსებობა  მეორე გრუნტის ფენაში, რაც საკმაოდ გასაკვირია  სულ მცირე რემბრანდტის ნახატებისთვის,რომელიც აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. TOF-SIMS ასევე მიუთითებს ცილების არსებობაზე, რაც უხსნადი კომპლექსური ნაწილაკების ზომასა და ფორმას დაემატა, აგრეთვე ვარაუდობენ, რომ იგი დამზადებულია შეღებილი მატყლის ნაჭრისგან (ტექსტილის წარმოების ნარჩენებისგან), რომელიც გამოიყენება საღებავის საწარმოებლად. ანალიზებმა ასევე აჩვენა ტყვიის მრავალფეროვანი კარბოქსილატების შემცველობა, რომლებიც წარმოადგენენ ურთიერთქმედების პროდუქტებს თეთრი ტყვიისა ((PbCO3)2·Pb(OH)2) და მაკავშირებელი მასალის ზეთს შორის. ეს დასკვნები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რემბრანდტის სტუდიური პრაქტიკის გაცნობიერებას და ამრიგად, წარმოაჩენს კასეტური- TOF-SIMS გამოსახულების მნიშვნელობას და პოტენციალს შემოქმედის  მხატვრული მასალების ქვემიკრომეტრის მასშტაბის დახასიათებაში.



მასალა მომზადებულია ანა ჩაბრავას მიერ.

 

სრულად

 

წყარო:J. Sanyova et al, Anal. Chem. 2011, 83, 3, 753–760

 

გამოქვეყნებულია: 07-06-2021