ეს საინტერესოა

 

რატომ ტირის ღვინის ჭიქა?

„ღვინის ცრემლები“ იდუმალი ფენომენია, რომელიც მინის ჭიქის კედლების შიდა მხარეს ღვინის თხელი ფენის შოკური ტალღების შედეგად წამოიქმნება.

 

თუ ღვინოს ჭიქაში ჩაასხამთ და დაატრიალებთ, ღვინის თხელი აპკი კედლებზე დარჩება. მიზეზი არის ის, რომ ალკოჰოლი წყალზე სწრაფად ორთქლდება. ზედაპირული დაჭიმულობის შედეგად მიღებული განსხვავება ღვინის წვეთებს მაღლა სწევს.  სიმძიმის ძალა (გრავიტაცია) კი, მათ ქვემოთ  სვლისკნ უბიძგებს. ასე ვიღებთ ცრემლისებრ სითხეს, რომლის ფორმაცია აქამდე აუხსნელი იყო.

 

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრმა ანდრეა ბერტოზზიმ თავის კოლეგებთან ერთად ე.წ „შოკური ტალღების“ იდენთიფიცირება მოახდინა, რომელიც შესაძლოა, თავსატეხის დაკარგული ნაწილია. როგორც ირკვევა, ზედაპირული დაძაბულობისა და სიმძიმის ძალის „ბრძოლა“  ღვინის თხელ ფენაში მერყევ შოკურ ტალღებს იწვევს. ეს ბიძგები ჭიქის კედლებთან არშიასავით შემოვლებულ სითხეს ზემოთ წევს, დიდი წვეთები უმაღლეს წერტილს აღწევს და ბოლოს ცრემლივით ქვემოთ ეშვება.

 

როგორ წარმოვქმნათ „ცრემლები“?


კონუსურ ჭიქაში ჩაასხით ღვინო  და აორთქლების შესაჩერებლად, დაუყოვნებლივ დააფარეთ თავზე.  ჭიქა დაატრიალეთ ნელა ისე, რომ სითხე მთლიანად შეეხოს ჭიქის შიდა კედლებს. რამდენიმე წამის შემდეგ, როცა ბრუნვის კვალი გაქრება, მოაშორეთ საფარი.


ფოტო: Credit: Alamy



მასალა მომზადებულია მარიამ ელიაშვილის მიერ.

 

სრულად

 

წყარო:Yonatan Dukler, Hangjie Ji, Claudia Falcon, and Andrea L. Bertozzi. Theory for undercompressive shocks in tears of wine. Phys. Rev. Fluids 5, 034002

 

გამოქვეყნებულია: 07-05-2021