სიახლეები

 

საქართველოს ნაკრებმა ARBIChO 2026-ზე სამი მედალი მოიპოვა!

საქართველოს ნაკრებმა უზბეკეთის ქალაქ ნუკუსში გამართულ აბუ რაიჰან ბირუნის სახელობის ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ARBIChO 2026  წარმატებით იასპარეზა და სამშობლოში სამი მედლით ბრუნდება!

ქართველმა მოსწავლეებმა მაღალი შედეგები აჩვენეს და საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ღირსეულად წარმოაჩინეს:

გია კვაშილავა - ვერცხლის მედალი;

ეკატერინე მიდელაური - ბრინჯაოს მედალი;

დემეტრე ბიკაშვილი - ბრინჯაოს მედალი.

ოლიმპიადაში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ტურებს, სადაც მონაწილეებს ქიმიური ცოდნის, ანალიტიკური აზროვნებისა და ექსპერიმენტული უნარების გამოვლენა მოუწიათ.

საქართველოს ნაკრების მენტორები იყვნენ თინათინ ბუთხუზი და სოფო ფაცაცია, რომელთა პროფესიული მხარდაჭერა და მოსწავლეთა მომზადებაში შეტანილი წვლილი ამ წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ვულოცავთ ჩვენს ნაკრებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას! განსაკუთრებული მადლობა მოსწავლეებს, მენტორებსა და ყველას, ვინც ხელი შეუწყო ამ წარმატებას.

სამი მედალი საერთაშორისო ოლიმპიადაზე - საქართველოს კიდევ ერთი წარმატება ქიმიასა და საერთაშორისო ასპარეზზე!

 

 

 

 

გამოქვეყნებულია: 09-11-2026