სიახლეები

 

საქართველოს ქიმიის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მზად არის

საქართველოს ქიმიის ეროვნული ნაკრებისა და სარეზერვო შემადგენლობის წევრებმა ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IChO) ორკვირიანი ინტენსიური მოსამზადებელი კურსი გაიარეს. წინასაოლიმპიადო წვრთნა ტრადიციულად საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

ნაკრების მომზადებაში მონაწილეობდნენ მენტორები ელიზბარ ელიზბარაშვილივახტანგ კურცხალია, თინათინ ბუთხუზისოფიკო ფაცაცია, ასევე ასისტენტები, გასული წლის ოლიმპიადის პრიზიორები ილია დოკაძე და ანანო აბულაძე.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან გიორგი შარიქაძე, ეკატერინე მიდელაური, დავით სვანიძე და გია კვაშილავა, ხოლო სარეზერვო შემადგენლობაში – დემეტრე ბიკაშვილი, ტარიელ კოჩაძე, მარიამი ბაქრაძე და თინათინ სოხანეიშვილი.

წლევანდელი ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა უზბეკეთში გაიმართება. საქართველოს დელეგაცია ოლიმპიადაზე 10 ივლისს გაემგზავრება.

ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებულ ასპარეზობასა და ღირსეულ შედეგებს საერთაშორისო ოლიმპიადაზე!

 

 

გამოქვეყნებულია: 08-07-2026