სიახლეები

 

მოსწავლეთა ეროვნული მე-5 ოლიმპიადა  ქიმიასა და ბიოლოგიაში

გამოცხადდა რეგისტრაცია მოსწავლეთა ეროვნულ მე-5 ოლიმპიადაზე  ქიმიასა და ბიოლოგიაში.

ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება 19 აპრილს,  ფინალური ტური  - 9 მაისს, ხოლო  დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი - 12 მაისს.

მიმდინარე ოლიმპიადაზე სიახლეა - ორივე ტური ჩატარდება დასწრებულად.

პირველი ტური აღმოსავლეთ საქართველოში ჩატარდება თბილისში,  ხოლო დასავლეთ საქართველოში - ქუთაისში.

ფინალური ტური  და საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.

 

ოლიმპიადის საპრიზო ფონდია:

  • ბრინჯაოს დიპლომი - საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეთა ~30%
  • ვერცხლის დიპლომი - საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეთა ~20%
  • ოქროს დიპლომი - საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეთა ~10%
  • მედალი საუკეთესო შედეგისათვის თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში

 

მიმდინარე ოლიმპიადის სპეციალური შეთავაზება:

საუკეთესო შედეგების მქონე X-XII კლასის 40 მოსწავლე მოიპოვებს საერთაშორისო საზაფხულო ბანაკის  საგზურს, რომელიც მიმდინარე წლის   17 - 23  ივნისს ჩატარდება  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბაზალეთის კამპუსში,  ქართველი, ჩეხი და სლოვაკი მოსწავლეებისა და მენტორების მონაწილეობით.

 

ოლიმპიადასა და ბანაკში მონაწილეობა უფასოა.

ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე:

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ოლიმპიადის ვებგვერდზე: www.chemistry.ge/olympiad

 

ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი.

 

 

გამოქვეყნებულია: 02-03-2026