სიახლეები

 

ონლაინ სკოლა „ზურგჩანთაში“ მოსწავლეთა რეგისტრაცი დაიწყო

ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ აცხადებს ქიმიისა და ბიოლოგიის შესწავლით დაინტერესებულ მოსწავლეთა მიღებას უფასო სასწავლო პროგრამებზე.

მეცადინეობები ტარდება ხუთი ასაკობრივი ჯგუფისთვის (მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) და ორი გაღრმავებული სასწავლო პროგრამის მსმენელებისთვის ქიმიასა და ბიოლოგიაში   ონლაინ ფორმატში zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

სწავლა იწყება 1 ოქტომბერს  და დასრულდება 30 მაისს.

ასაკობრივ ჯგუფებში მეცადინეობები ტარდება კვირაში ორი საათი დატვირთვით (იხ. გაკვეთილების ცხრილი)

მოსწავლეს შეუძლია რამდენიმე პროგრამაზე რეგისტრაცია.

 

სკოლაში სწავლა შეუძლია მხოლოდ რეგისტრირებულ მოსწავლეებს. სწავლის მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია.

 

საინფორმაციო ღია კარის დღე ჩატარდება 30 სექტემბერს 21:00 საათზე ონლაინ. შეხვედრის ბმული

https://us06web.zoom.us/j/85778763182?pwd=rM855uEtCdaHAwPtNEJhoMVVB5YpLJ.1

შემოგვიერთდით და ერთად დავიწყოთ ონლაინ სკოლის მე-5 საიუბილეო წელი.

წინ ბევრი საინტერესო დღე გველის.

 

პატივისცემით
ონლაინ სკოლა “ზურგჩანთას” ადმინისტრაცია.

 

 

გამოქვეყნებულია: 09-09-2025