სიახლეები

IChTo-2025 ტურნირის ნაკრების წევრები შეირჩა
2025 წლის 6 ივნისს საქართველოს აგრარულ უნივერისიტეტში ჩატარდა ქიმიის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრების შესარჩევი ტური. ქიმიის საერთაშორისო ტურნირი წელს გაიმართება 19-24 აგვისტოს რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში. შესარჩევ ტურში მონაწილეობდა 12 მოსწავლე. თითოეულმა წარმოადგინა ტურნირის ერთი ამოცანის გადაჭრის საკუთარი ხედვა. ჟიურის მიერ შეირჩა გუნდის 6 წევრი, რომელიც გაემგზავრება ტურნირზე.
IChTo-2025 ტურნირის ნაკრების წევრები არიან:
- ილია დოკაძე
- ანანო აბულაძე
- ალექსანდრე გვარამია
- თემიკო მაჭავარიანი
- დემეტრე კოხრეიძე
- სესილი ხუხუა
გამოქვეყნებულია: 07-06-2025