სიახლეები

ქიმიის საერთაშორისო ტურნირი - IChTo-2023
მიმდინარე წლის 19-24 აგვისტოს რუმინეთში ქალაქ ბუქარესტში ქიმიის საერთაშორისო მე-8 ტურნირი IChTo-2025 ჩატარდება.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებმა უნდა:
1. გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე https://forms.gle/NFB2czmuL4Agqwv27
2. დაამუშავონ ერთ-ერთი ამოცანა და მოამზადონ პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე. ამოცანების ჩამონათვალი იხ. ვებგევრდი: IChTo-2025-problem-set.pdf
3. 23 მაისს შესარჩევ კონკურსზე წარადგინონ პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე.
შესარჩევი კონკურსი ჩატარდება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.
მოკლე ინფორმაცია ტურნირის შესახებ:
ქიმიის საერთაშორისო ტურნირი (IChTo – International Chemistry Tournament) განკუთვნილია X-XII კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც აქვთ ღრმა ცოდნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, განსაკუთრებით – ქიმიის მიმართულებით, და მოწადინებულნი არიან გამოსცადონ საკუთარი თავი საერთაშორისო დონის საასპარეზო გარემოში.
ტურნირის მიზანია ახალგაზრდა თაობაში კრიტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობა, ქიმიური ლოგიკის და აზროვნების დახვეწა, საერთაშორისო გამოცდილება, ქიმიის პოპულარიზაცია და კიდევ ბევრი დადებითის ჩამოთვლაა შესაძლებელი.
კონკურსს საფუძვლად აქვს უნიკალური მოდელი, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეებმა უნდა ამოხსნან წინასწარ ცნობილი, საკმაოდ რთული, ღიაბოლოიანი ამოცანები, რომლებსაც შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეთ ამოხსნა და წარადგინონ თანატოლების, მენტორებისა და ჟიურის წინაშე ინგლისურ ენაზე. ტურნირი არ ითხოვს ამოცანების პრაქტიკულ განხორციელებას, თეორიული მოდელის აწყობაა მთავარი. ეს ის ძირითადი განსხვავებებია, რომლებიც ამ კონკურსს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადისგან (IChO – International Chemistry Olympiad) გამოარჩევს. თითოეული გუნდი შედგება 4-6 მოსწავლისგან, რომლებმაც ამ კონკურსზე თავიანთი გუნდი უნდა წარადგინონ.
დეტალური ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე www.ichto.org.
გამოქვეყნებულია: 23-04-2025