სიახლეები

 

ქიმიის ეროვნული მე-3 ოლიმპიადა “ზურგჩანთა“

9 მაისს ჩატარდა ქიმიის ეროვნული მე-3 ოლიმპიადის “ზურგჩანთა“ ფინალური ტური. ტურნირს ტრადიციულად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი მასპინძლონდა.

ფინალურ ტურში მონაწილეობა მიიღო 70-მა მოსწავლემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ფინალური ტური ჩატარდა 5 ასაკობრივ ჯგუფში. საგამოცდო ბილეთები მოიცავდა ხუთ საკითხს, რომელზე პასუხისათვის მოსწავლეებს 4 აკადემოიური საათი ჰქონდა გამოყოფილი.

მოსწავლეთა ნაშრომებს ჟიური მიმდინარე დღეს გაასწორებს და მონაწილეებს 10 მაისს დღის ბოლოს ეცნობებათ წინასწარი შეფასების შედეგები. 11 მაისს ჩატარდება აპელაციები.

ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალი ჩატარდდება კვირას, 12 მაისს 12:00 საათზე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, რომელზეც გამოვლინდება ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯოს დიპლომის ნომინანტები. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილებ ასევე მიიღებს სპეციალურ დიპლომს და ოქროს მედალს.

ფინალური ტურის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 10-05-2024