სიახლეები

 

STEM ასისტენტი & თბილისის #64 სკოლა

3 აპრილს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია 64-ე სკოლის ოთხი მოსწავლე, რომლებმაც ასისტენტების მარიამ ლუაშვილისა და ნინო გორგოძის დახმარებით განსაზღვრეს C ვიტამინის რაოდენობა ფორთოხალსა და ფორთოხლის წვენში. კვლევის ფარგლებში მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა გაეღრმავებნათ თეორიული ცოდნა, კვლევაზე დაყრდნობით  გამოეტანათ დასკვნები და მიეღოთ ლაბორატორიაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

 

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

შეხვედრის ამსახველი მასალა:

 

 

 

გამოქვეყნებულია: 04-04-2024