APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
ელექტრონული წიგნი

არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში

15. მე-15 ჯგუფის ელემენტები / 15.1. აზოტი. ფოსფორი

კითხვა 14 / 29
აზოტის რომელი ოქსიდი გამოიყენება ნარკოზულ საშუალებად? როგორ მიიღება ეს ოქსიდი?
პასუხი

აზოტ(I)-ის ოქსიდი სასიამოვნო სუნის მქონე აირია. ახასიათებს ნარკოზული მოქმედება. N2O მიიღება ამონიუმის ნიტრატის გახურებით:

NH4NO3→ N2O + 2 H2O

 

N2O აღაგზნებს ნერვულ სისტემას და იწვევს ხანგრძლივ სიცილს, რის გამო, მას უწოდეს “მალხენი აირი”. მისი დიდი რაოდენობით ჩასუნთქვა გაგუდვას იწვევს.

ქვეთავის ყველა კითხვა