APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
ელექტრონული წიგნი

არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში

15. მე-15 ჯგუფის ელემენტები / 15.1. აზოტი. ფოსფორი

კითხვა 9 / 29
რა გამოყენება აქვს აირად (მოლეკულურ) აზოტს?
პასუხი

აირადი აზოტი სუფთა სახით ან ნახშირბადის დიოქსიდთან ერთად გამოიყენება ინერტული არეს შესაქმნელად, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი დაჟანგვის პროცესები:

  • დაფასოებული ან საბითუმო საკვების სისუფთავის შესანარჩუნებლად (დამძაღების და სხვა სახის დაზიანების შესაფერხებლად).
  • ვარვარების ნათურებში, როგორც არგონის იაფი ალტერნატივა;
  • ფოტოლითოგრაფიაში ღრმა ულტრაიისფერ ნიტროგენირებაში ჟანგბადის ძლიერი შთანთქმის თავიდან ასაცილებლად;
  • უჟანგავი ფოლადის წარმოებაში;
  • ზოგიერთ საავიაციო საწვავ სისტემებში ხანძრის საშიშროების შესამცირებლად;
  • თხევადი ფეთქებადი ნივთიერებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ინერტული არეს შესაქმნელად;
  • ავტომობილებისა და თვითმფრინავების საბურავების შესავსებად, ჰაერისგან განსხვავებით, მისი ინერტულობის, დაბალი ტენიანობისა და დაბალი ჟანგვითი უნარის გამო;
  • გათხევადებული აზოტი გამოიყენება ძლიერ გამაცივებელ აგენტად.

ქვეთავის ყველა კითხვა