არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
3. მე-3 ჯგუფის ელემენეტები
3.1. f-ელემენტები - ლანთანოიდები და აქტინოიდები
20 კითხვა- დაახასიათეთ ლანთანოიდების ელექტრონული კონფიგურაცია? რატომ არის მათი 4f-მდგომარეობა ენერგეტიკულად ბევრად უფრო მომგებიანი?
- რატომ არის დამახასიათებელი აქტინოიდებისათვის ნაერთებში ჟანგვის რიცხვის უფრო დიდი მრავალფეროვნება ლანთანოიდებთან შედარებით?
- როგორია ლანთანოიდებისა და აქტინოიდების მდებარეობა მეტალთა ელექტროქიმიური ძაბვის მწკრივში?
- წარმოების რომელ სფეროში გამოიყენება, ძირითადად, ლათანოიდები და აქტინოიდები?
- რომელი აქტინოიდებია გავრცელებული ბუნებაში?
- რომელი ელექტრონები განსაზღვრავს, ძირითადად, ლანთანოიდების ქიმიურ თვისებებს?
- როგორ ახსნით “ლანთანოიდურ კუმშვას” და მის გავლენას Ce→Lu მიმართულებით მათი თვისებების ცვლილების ხასიათზე?
- რა გამოყენება აქვს ლანთანისა და ნეოდიუმის ოქსიდებს? რას ამზადებენ ნეოდიუმის შემცველი მინისაგან?
- რაში გამოიყენება ლანთანოიდების ოქსიდები?
- დაამატეთ გამოტოვებული რეაგენტები შემდეგ რეაქციების განტოლებებში: UH3 + ...→ UO2UH3 + ... → UCl4UH3 +... → UCl3
- როგორ იცვლება ფუძის ძალა, თერმული მდგრადობა და წყალში ხსნადობა რიგში Ce(OH)3 - Lu(OH)3?
- როგორ აიხსნება ლანთანოიდების უნარი, წარმოქმნან კომპლექსები 9 და უფრო დიდი კოორდინაციული რიცხვით?
- რომელი იზოტოპებისაგან შედგება, ძირითადად, ბუნებრივი თორიუმი? როგორ და რომელ იზოტოპად გარდაიქმნება თორიუმის იზოტოპი 232Th? რა გამოყენება აქვს ამ იზოტოპს?
- ურანი რადიოაქტიური ელემენტია, მაგრამ ბუნებაში საკმაოდ არის გავრცელებული. ახსენით, რა განაპირობებს ბუნებაში მისი ნაერთების შენარჩუნების შესაძლებლობას?
- რომელია ურანისათვის დამახასიათებელი ჟანგვითი რიცხვი? ასეთი ჟანგვითი რიცხვის მქონე რომელ ნაერთებს იცნობთ? დაწერეთ ქიმიური ფორმულები.
- რა გამოყენება აქვს 238U-ის ბირთვული გარდაქმნის რეაქციას? დაწერეთ შესაბამისი სქემა.
- რაზეა დაფუძნებული ატომური ბომბის მოქმედების პრინციპი?
- აქტინოიდებიდან რომელი ელემენტები გვხვდება ბუნებაში? რას წარმოადგენს მინერალი “მონაციტი”?
- რა გამოყენება აქვს Na2U2O7-ს (ნატრიუმის ურანატი) და Na2UO4-ს (ნატრიუმის დიურანატი)?
- რა მეთოდები გამოიყენება მთის ქანების (მინერალების) ასაკის დასადგენად?
