არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
1. პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები
1.1. წყალბადი
28 კითხვა- რით აიხსნება მოლეკულური წყალბადის დიდი მდგრადობა და ატომური წყალბადის მაღალი ქიმიური აქტიურობა?
- რომელი ქიმიური თვისებებით განსხვავდება ატომური წყალბადი მოლეკულურისგან? რატომ?
- რა თვისებით ჰგავს წყალბად-იონები (H+) ტუტე მეტალების იონებს?
- რომელი ფიზიკური მახასიათებლით ჰგავს წყალბად-იონი (H-) ჰალოგენებს?
- ჰალოგენების ატომებთან რა მსგავსების გამო ათავსებენ წყალბადს ელემენტთა პერიოდუულობის ცხრილის მე-17 ჯგუფში?
- წყალბადის სამი იზოტოპიდან რომელია სტაბილური?
- რატომ არის წყალბადი ძალიან მცირე რაოდენობით გავრცელებული ბუნებაში?
- წყალბადის რომელი იზოტოპი გამოიყენება თერმობირთვულ რეაქციებში? რომელი რეაქცია უდევს საფუძვლად მის თერმობირთვულ გარდაქმნას?
- რომელი ფიზიკური თვისებებით განსხვავდება ერთმანეთისაგან პროთიუმი, დეიტერიუმი და ტრითიუმი?
- რა პროცესებს ეფუძნება მოლეკულური წყალბადის მიღების მეთოდები?
- წყალბადის მიღების რომელი სამრეწველო ხერხია ეკონომიურად უფრო ხელსაყრელი?
- რომელ ქიმიურ რეაქციას და წყალბადის რომელ თვისებას ეფუძნება შესაბამისი საწვავი ელემენტის დამზადება? რა მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად ამ ელემენტის გამოყენებისას?
- რა როლს ასრულებს წყალბადი მეტალებთან ურთიერთქმედებისას და მისი რომელი იონი წარმოიქმნება ამ დროს?
- თერმოქიმიის თვალსაზრისით, როგორი პროცესია Hˉ-იონის წარმოქმნა?
- რომელი ფიზიკური მახასიათებლით განისაზღვრება წყალბად-იონების კონცენტრაცია წყალხსნარებში?
- წყალბადის რომელი ნაერთები ხასიათდება მეტალური თვისებებით?
- ენტროპიის როგორი ცვლილებით მიმდინარეობს მეტალთა ჰიდრიდების წარმოქნა? რატომ?
- რით აიხსნება მოლეკულური წყალბადის დიდი ხსნადობა პლატინასა და პალადიუმში? სად გამოიყენება მოლეკულური წყალბადის ეს უნიკალური თვისება?
- რომელ აირად ნივთიერებასთან რეაგირებს თხევადი წყალბადი ძლიერ დაბალ (უარყოფით) ტემპერატურაზე აფეთქებით?
- რა პირობებში და როგორი მექანიზმით მიმდინარეობს მოლეკულური წყალბადის ჟანგბადთან ურთიერთქმედების რექაცია?
- რას ეწოდება “მგრგვინავი აირი”?
- ახსენით წყალბადის პეროქსიდის მჟანგავი და აღმდგენი ბუნება და დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.
- ახსენით წყალბადის პეროქსიდის მჟანგავი და აღმდგენი ბუნება და დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.
- რა გამოიყენება აქვს წყალბადის პეროქსიდს, როგორც მჟანგავს?
- როგორ მიიღება ლაბორატორიაში ორგანულ სინთეზებში გამოყენებული მნიშვნელოვანი აღმდგენები LiAlH4 და NaBH4?
- რა პირობებში შეიძლება შეასრულოს წყალბადმა ლიგანდის როლი?
- რა გამოყენება აქვს წყალბადს ტექნიკასა და ქიმიურ მრეწველობაში?
- რა როლს ასრულებს წყალბადი ადამიანის ორგანიზმში?
