არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
4. მე-4 ჯგუფის ელემენტები
4.1. ტიტანი
17 კითხვა- გარდამავალი მეტალების რომელ რიგს მიეკუთვნება ტიტანი? რატომ?
- რამდენი მოდიფიკაციის სახით არსებობს ტიტანი? რა განსხვავებაა ამ მოდიფიკაციებს შორის?
- რატომ არ გვხვდება ტიტანი ბუნებაში თავისუფალ მდგომარეობაში?
- რა სამრეწველო ხერხებით მიიღება ტიტანი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის განტოლებები.?
- რატომ ავლენს ტიტანი სხვადასხვა გარემოს მიმართ მაღალ კოროზიამედეგობას?
- რომელ მჟავაში იხსნება ტიტანი ადვილად? რატომ?
- როგორი შედგენილობის ნაერთებს წარმოქმნის ტიტანი სხვადასხვა მეტალთან (მაგალითად, ალუმინთან, მაგნიუმთან)?
- რომელი ჟანგვითი რიცხვია ტიტანისათვის ტიპური? როგორი სტრუქტურა აქვთ ტიტანის ნაერთებს +4-ის ტოლი ჟანგვითი რიცხვით?
- როგორ მეტალებს მიეკუთვნება ტიტანი? რა უარყოფითი თვისება აქვს ტიტანის მტვერს?
- როგორ მიიღება ე.წ. რაფინირებული ტიტანი?
- როგორ ამზადებენ ტექნიკაში ტიტანის სხმულებს?
- რა პირობებში და როგორ გარდაიქმნება ტიტანი? რა თვისებას ავლენს ტიტანი განზავებული მჟავების მოქმედების მიმართ?
- რა პირობებში და როგორ ურთიერთქმედებს წვრილად დისპერგირებული ტიტანი კონც. გოგირდმჟავასთან და მარილმჟავასთან?
- რა პირობებში და რომელი ნაერთების წარმოქმნით აღდგება ტიტანის დიოქსიდი (TiO2) ტეტრაქლორიდი (TiCl4)?
- რა გამოყენება აქვს ტიტანს ტექნიკაში, მედიცინაში, ყოფა-ცხოვრებაში? რა ფაქტორები განაპირობებს მის გამოყენებას?
- რა სპეციფიკური თვისებებით ხასიათდება და სად გამოიყენება ტიტანის შენადნობები?
- რა გამოყენება აქვს TiCl3-ს, როგორც აღმდგენს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის განტოლება.
