არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
11. მე-11 ჯგუფის ელემენტები
11.1. სპილენძი, ვერცხლი და ოქრო
34 კითხვა- რა მსგავსება და განსხვავებაა პირველი და მეთერთმეტე ჯგუფების ელემენტების ატომების ელექტრონულ კონფიგურაციებს შორის?
- განმარტეთ, რატომ არის მე-11 ჯგუფის მეტალები ცვალებადვალენტიანი?
- რით აიხსნება ოქროს ატომის იონიზაციის I ენერგიის შესამჩნევი ზრდა?
- რით აიხსნება ვერცხლის ატომის იონიზაციის II ენერგიის დიდი მნიშვნელობა? რატომ არის ვერცხლის ჟანგვითი რიცხვი ნაერთებში ძირითადად მხოლოდ +1, სპილენძის - +2, ხოლო ოქროსი - +3?
- რაში ვლინდება Cu, Ag და Au ელემენტების მსგავსება მე-10 ჯგუფის d-მეტალებთან (Ni, Pd, Pt)?
- შეადარეთ სპილენძის, ვერცხლისა და ოქროს ქიმიური აქტიურობა.
- რატომ და როგორ ეცვლებათ ფერი ჰაერზე სპილენძისა და ვერცხლის ნაკეთობებს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
- რომელ არაორგანულ ნაერთებში იხსნება მე-11 ჯგუფის ელემენტები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
- რომელი ნაერთების სახით არის გავრცელებული სპილენძი ბუნებაში? დაწერეთ მათი ქიმიური ფორმულები.
- რომელი მეთოდი გამოიყენება სპილენძის მისაღებად? როგორ ახორციელებენ სპილენძის მიღების სამრეწველო ხერხს? მოკლედ აღწერეთ პროცესის მიმდინარეობა
- რა გამოყენება აქვს მეტალურ სპილენძს? დაასახელეთ სპილენძის მნიშვნელოვანი შენადნობები.
- სპილენძის რომელი ნაერთი გამოირჩევა მაღალი ტემპერატურის მიმართ განსაკუთრებული მდგრადობით?
- სპილენძის რომელი ოქსიდი ურთიერთქმედებს ტუტესთან? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
- როგორ ღებულობენ ძირითადად Cu2+-ის მარილებს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
- სპილენძის რომელ მნიშვნელოვან აკვაკომპლექსს იცნობთ და რა გამოყენება აქვს ამ ნაერთს?
- რა ნივთიერებები მიიღება კალიუმის იოდიდის და სპილენძ(II)-ის ქლორიდის ურთიერთქმედებით, თუ: Cu2+ + Iˉ + e ⇄ CuI j° = 0.84 ვI2 + 2e- ⇄ 2 Iˉ j° = 0.54 ვCl2 + 2e- ⇄ 2 Clˉ j° = 1.36 ვ
- როგორ მიიღება სპილენძ(II)-ის ამიაკატური კომპლექსი? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობა. რა გამოყენება ჰქონდა ადრე ამ პროდუქტს?
- ზოგჯერ სპილენძის ნაკეთობებზე შეიმჩნევა მწვანე შეფერილობის წარმოქმნა. სპილენძ(II)-ის ჰიდროკარბონატის წარმოქმნა: Cu, H2O, O2 და CO2) დაწერეთ რეაქციის ტოლობა მოცემული ნაერთის წარმოქმნისას.
- როგორია [Cu(NH3)4]2+-იონის სტრუქტურა? როგორი მაგნიტური თვისება იქნება მისთვის დამახასიათებელი?
- რომელი მეთოდით ღებულობენ ვერცხლს? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობა.
- მადანში არსებული რომელი მეტალისაგან დასაცილებლად გამოიყენება ძლიერ მჟანგავ მჟავებში ვერცხლის გახსნის უნარი?
- რა გამოყენება აქვს ტექნიკაში Ag2O-ს ამიაკიან ხსნარს?
- რით აიხსნება ვერცხლის ამიაკატის უმდგრადობა მჟავა გარემოში?
- KCl და AgCl ნაერთებიდან, რომელშია ბმის უფრო მაღალი კოვალენტურობის ხარისხი და რატომ?
- რომელი ნივთიერების წყალხსნარებში იხსნება ვერცხლის ქლორიდი?
- რომელი მეთოდი გამოიყენება ოქროს მისაღებად? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობა.
- როგორ მიიღება Au+-ის ნაერთები?
- რით აიხსნება ვერცხლის და ოქროსის თვისება, რომ ისინი განუსაზღვრელად ერევიან შედნობისას ერთმანეთს?
- ოქროს რომელ კომპლექსურ მჟავებს იცნობთ? მათგან რომელი კომპლექსური მჟავა გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნის (სარკომის) ადრეულ სტადიაზე სამკურნალოდ?
- რომელია სპილენძის, ვერცხლის და ოქროს აღმომჩენი რეაქციები? ჩამოთვალეთ მათი ერთმანეთისაგან დაცილების ხერხები.
- რომელი შენადნობების სახით გამოიყენება ოქრო?
- რა როლს ასრულებს მე-11 ჯგუფის მეტალები ადამიანის ორგანიზმში?
- ოქროს რომელი იზოტოპი გამოიყენება ადამიანის ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტიკისა და სიმსივნური დაავადების რადიოთერაპიაში?
- სპილენძის და ვერცხლის რომელ უმნიშვნელოვანეს ნაერთებს იცნობთ, რომელთაც გამოყენება ჰპოვეს ადამიანის ყოფიერებაში.
