არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
8. მე-8 ჯგუფის ელემენტები
8.1. რკინა
22 კითხვა- რატომ მიაკუთვნებენ ნიკელსა და კობალტს რკინის ოჯახს?
- რომელი ჟანგვითი რიცხვებია დამახასიათებელი რკინისათვის?
- როგორი სახით არის გავრცელებული ბუნებაში რკინა? დაასახელეთ რკინის შემცველი მინერალები და დაწერეთ მათი შესაბამისი ქიმიური ფორმულები.
- როგორ მიიღება რკინა მრეწველობასა და ლაბორატორიაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.
- რკინის რომელი შენადნობი გამოიყენება ტექნიკაში უფრო ფართოდ? რომელი ნედლეული გამოიყენება რკინის შენადნობების მისაღებად?
- რომელი სტადიების გავლით აწარმოებენ რკინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შენადნობს - ფოლადს?
- პირობების მიხედვით, რამდენი მოდიფიკაციის სახით შეიძლება არსებობდეს რკინა? როგორია მათი მდგრადობის ტემპერატურული ინტერვალი? როგორი სტრუქტურა აქვს რკინის მოდიფიკაციებს?
- როგორ გარდაიქმნება რკინა ტენიან ჰაერზე? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
- როგორ მოქმედებს რკინა განზავებულ აზოტმჟავასთან ამ უკანასკნელის კონცენტრაციაზე დამოკიდებულებით? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
- რომელ ნაერთშია რკინა ნულოვანი ჟანგვითი რიცხვით? ადამიანისთვის რა საშიშ თვისებას ავლენს აღნიშნული ნაერთი?
- როგორ მიიღება ქიმიურად სუფთა რკინა?
- როგორ მიიღება რკინა(II)-ის მარილები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობები.
- დაწერეთ რკინა(II)-ის მარილების დაჟანგვის რეაქციების ტოლობები.
- რა სახით არის წყალხსნარებში Fe2+? დაწერეთ შესაბამისი ფორმულა
- რაში გამოიხატება რკინა(II)-ის ნაერთების მსგავსება მანგანუმ(II)-ის, კობალტ(II)-ის და ნიკელ(II)-ის ანალოგიურ ნაერთებთან?
- რკინის რომელ განსაკუთრებით მდგრად კომპლექსებს იცნობთ? დაწერეთ მათი ქიმიური ფორმულები. როგორ მიიღება ეს კომპლექსები? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის განტოლებები. რა გამოყენება აქვს ამ კომპლექსებს?
- როგორ მიიღება Fe(III)-ის ნაერთები?
- რომელი ნაერთია რკინის ნაერთებს შორის ყველაზე მდგრადი?
- რომელ ოქსიდებს წარმოქმნის რკინა? როგორ შეიძლება წარმოვადგინოთ შერეული ოქსიდი Fe3O4 სხვა სახით? რა გამოყენება აქვს ამ ოქსიდს?
- რომელი ქიმიური რეაქციით დასტურდება, რომ Fe3O4 (რკინის ხენჯი) შერეული ოქსიდია? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
- რა არის ფერატები და როგორ მიიღება ეს ნაერთები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
- რა გამოყენება აქვს რკინის შემცველ პრეპარატებს (რკინის გლუკონატი, ფერუმ-რედუქტი და სხვ.)?
