არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
16. მე-16 ჯგუფის ელემენტები
16.1. ჟანგბადი
14 კითხვა- შეადარეთ ერთმანეთს მე-16 ჯგუფის ელემენტების ქიმიური თვისებები
- როგორ ღებულობენ ჟანგბადს მრეწველობასა და ლაბორატორიაში?
- დაწერეთ სხვადასხვა ნივთიერების ჟანგბადში წვის რეაქციების ტოლობები.
- შეადარეთ პოლისულფიდური და პოლიოქსიდური ჯაჭვების მდგრადობა.
- განსხვავებულია თუ არა ქალკოგენიდების აგრეგატული მდგომარეობა? რით არის გამოწვეული S, Se, Te, Po რიგში ლღობის ტემპერატურის ზრდა?
- რა როლი აქვს ჟანგბადს სითბურ დანადგარში?
- დაწერეთ ჟანგბადის მოლეკულის ელექტრონული ფორმულა, ააგეთ შესაბამისი ელექტრონული დიაგრამა. რატომ იზიდავს მაგნიტი თხევად და მყარ მდგომარეობაში მყოფ ჟანგბადს?
- როგორი აღნაგობა აქვს წყლის მოლეკულას?
- რით აიხსნება ოზონის მოლეკულის პოლარობა და ჟანგბადთან შედარებით მისი მაღალი მჟანგავი უნარი?
- როგორ წარმოიქმნება ოზონი მოლეკულური ჟანგბადისგან?
- რა როლს ასრულებს ოზონის სარტყელის არსებობა დედამიწაზე სიცოცხლის უზრუნველყოფაში? ახსენით ამ მოვლენის მიზეზი.
- რომელ ქიმიურ რეაქციას იყენებენ ოზონის აღმოსაჩენად?
- შეიძლება თუ არა მაღალ ტემპერატურაზე მეტალების (მაგალითად, სპილენძის) ჟანგბადთან ურთიერთქმედების რეაქცია განვიხილოთ, როგორც მეტალების წვა ჟანგბადის არეში?
- რომელ კომპლექსებს წარმოქმნის მოლეკულური ჟანგბადი ჰემოგლობინთან? იცვლება თუ არა ამ დროს ჰემოგლობინის მიერ ჟანგბადის ტრანსპორტირების უნარი?
