არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
10. მე-10 ჯგუფის ელემენტები
10.1. ნიკელი
14 კითხვა- რომელი ჟანგვითი რიცხვია დამახასიათებელი, ძირითადად, ნიკელისთვის?
- როგორი მაგნიტური თვისებები აქვს ნიკელს? რას წარმოადგენს ნიკელი ამ თვალსაზრისით? როგორი მაგნეტიკები მზადდება ნიკელის შენადნობების ბაზაზე? როგორია მათი ტექნიკური სახელწოდება? გარდა ნიკელისა, კიდევ რომელი მეტალი შედის ამ შენადნობების შემადგენლობაში?
- როგორ ღებულობენ ნიკელს მრეწველობაში?
- რომელი ფაქტორებისადმი მდგრადობით გამოირჩევა ნიკელი? რით არის განპირობებული მისი ქიმიური მდგრადობა? როგორ ურთიერთქმედებს ნიკელი მჟავებთან პირობების მიხედვით?
- რომელი ფაქტორებისადმი მდგრადობით გამოირჩევა ნიკელი? რით არის განპირობებული მისი ქიმიური მდგრადობა? როგორ ურთიერთქმედებს ნიკელი მჟავებთან პირობების მიხედვით?
- როგორ მიიღება ნიკელის ტეტრაკარბონილი? რა გამოყენება აქვს ამ ნაერთს?
- როგორ აცილებენ ერთმანეთს ნიკელს და კობალტს? რას ეფუძნება მათი დაცილების ხერხი?
- რას ეფუძნება მოლეკულური ჟანგბადის გააქტიურება ნიკელის კომპლექსნაერთით? როგორ იცვლება ბმის სიგრძე კომპლექსში ბმული ჟანგბადის მოლეკულაში? რა მნიშვნელობა აქვს მოლეკულური ჟანგბადის გააქტიურებას კომპლექსწარმოქმნის ხარჯზე?
- რომელი ნაერთია მდგრადი ნიკელის კატიონური კომპლექსნაერთებიდან?
- რომელ შიგაკომპლექსურ ნაერთს წარმოქმნის ნიკელი? რა გამოყენება აქვს ამ კომპლექსნაერთს? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულა.
- რით აიხსნება ნიკელის და მისი შენადნობების მდგრადობა ფთორის მოქმედების მიმართ?
- რომელ ქიმიურ რეაქციას ეფუძნება არაელექტროლიტური (ე.წ. უდენო) მონიკელების ხერხი? დაწერეთ შესაბამისი ტოლობა.
- რა გამოყენება აქვს ნიკელს ტექნიკაში და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მასალების წარმოებაში?
- ნიკელის რომელი მნიშვნელოვანი შენადნობებია მიღებული? რა გამოყენება აქვთ ამ შენადნობებს?
