არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
14. მე-14 ჯგუფის ელემენტები
14.1. ნახშირბადი
14 კითხვა- რამდენი ბუნებრივი სტაბილური იზოტოპი აქვს ნახშირბადს? როგორ წარმოიქმნება ბუნებაში ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპი 14C? რა გამოყენება აქვს 14C იზოტოპს?
- რა ეწოდება ორგანული წარმოშობის ნივთიერებების გეოლოგიური ასაკის განსაზღვრის მეთოდს?
- რომელ ჰიბრიდულ მდგომარეობაშია ნაერთებში ნახშირბადის ატომი? როგორია მათი აღნაგობა?
- რამდენი ალოტროპიული ფორმა აქვს ნახშირბადს? რა მნიშვნელოვანი გამოყენება ექნება მომავალში ნახშირბადის ალოტროპიულ ფორმებს ფულერენსა და გრაფენს? როგორია მათი აღნაგობა?
- რატომ არის საშიში ადამიანისათვის ნახშირბად(II)-ის ოქსიდი? როგორია მისი ელექტრონული აღნაგობა? რატომ აქვს ნახშირბად(II)-ის ოქსიდს დაბალი რეაქციისუნარიანობა დაბალ ტემპერატურაზე? რა გამოყენება აქვს ნახშირბად(II)-ის ოქსიდს?
- მიუხედავად იმისა, რომ ნახშირბად(II)-ის ოქსიდი მარილარწარმომქმნელი ოქსიდია, როგორ სპეციფიკურ თვისებას ავლენს ის? დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობა
- რა არის წყალაირი? რა სამრეწველო გამოყენება აქვს წყალაირს? შეადარეთ წყალაირი გენერატორის აირს. რომელ აირს აქვს უფრო მეტი თბოუნარიანობა?
- რომელი მეტალი იწვის ნახშირბად(IV)-ის ოქსიდში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
- როგორია ნახშირბად(IV)-ის ოქსიდის (ნახშირორჟანგის) აგებულება? როგორია მისი დიპოლური მომენტის მნიშვნელობა?
- რომელ ნაერთთან ურთიერთქმედებისას გამოყოფს ნახშირბად(IV)-ის ოქსიდი მოლეკულურ ჟანგბადს? სად გამოიყენება ეს რეაქცია? დაწერეთ რეაქციის ტოლობა.
- რა გამოყენება აქვს ნახშირბად(IV)-ის ოქსიდს?
- რომელი მეტალების კარბონატები არ იშლება გახურებისას? რატომ?
- როგორია ნახშირბად(II)-ის ოქსიდის კომპლექსწარმოქმნის უნარი? რომელ მომწამლავ კომპლექსურ ნაერთს იცნობთ იგივე მომწამლავი ეფექტით, რასაც ნახშირბად(II)-ის ოქსიდი ავლენს?
- როგორია ნახშირბადის მნიშვნელობა, ბიოლოგიური როლი და ეკოლოგია?
