არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
9. მე-9 ჯგუფის ელემენტები
9.1. კობალტი
10 კითხვა- როგორი ჟანგვითი რიცხვია დამახასიათებელი ჩვეულებრივი კობალტისთვის?
- როგორ ღებულობენ კობალტს მრეწველობაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
- რომელ ნაერთებშია კობალტი ნულოვანი ჟანგვითი რიცხვით? დაწერეთ ამ ნაერთების ფორმულები.
- კობალტ(III)-ის კატიონური კომპლექსებიდან რომელია მდგრადი?
- რა გამოყენება აქვს კობალტს ტექნიკაში?
- კობალტ(III)-ის ნაერთებიდან (არაკომპლექსური) რომელია მდგრადი?
- როგორი კომპლექსის სახით არსებობს Co(II)-ის იონები წყალში? რა ცვლილებას განიცდის CoCl2·6H2O-ს კრისტალჰიდრატი? რა გამოყენება აქვს მას?
- როგორ ახსნით ორბირთვიანი კობალტის კარბონატის წარმოქმნას ნიკელის ერთბირთვიანი კარბონილისგან [Ni(CO)4] განსხვავებით?
- როგორია კომპლექსწარმომქმნელის ატომური ორბიტალების ჰიბრიდიზაციის ტიპი კომპლექსურ იონებში, თუ ცნობილია, რომ [Co(NH3)6]2+ პარამაგნიტურია, ხოლო [Co(NH3)6]3+ - დიამაგნიტური?
- როგორია კობალტის ბიოლოგიური როლი ადამიანის ორგანიზმში?
