არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
18. მე-18 ჯგუფის ელემენტები
18.1. კეთილშობილი აირები
13 კითხვა- ვინ აღმოაჩინა კეთილშობილი აირები? რით არის გამოწვეული კეთილშობილი აირების ატომების მდგრადი აღნაგობა? როგორია მათი ძირითადი ფიზიკური მახასიათებლები?
- სად არის გავრცელებული ყველაზე მსუბუქი ინერტული აირი ჰელიუმი? დაწერეთ მზეზე მისი დაგროვების შესაბამისი ბირთვული რეაქცია.
- როგორ ღებულობენ (რომელი ბუნებრივი წყაროდან) ჰელიუმს?
- როგორია კეთილშობილი აირების არამდგრადი ნაერთების - კლატრატების ქიმიური ფორმულა? რა უწყობს ხელს მათ წარმოქმნას?
- რით განსხვავდება Rn, Xe და Kr დანარჩენი კეთილშობილი აირებისაგან?
- როგორი აღნაგობის კომპლექსური ნაერთი წარმოიქმნება პლატინის ჰექსაფთორიდის და ქსენონის ურთიერთქმედებით? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
- ააგეთ ატომური ორბიტალებიდან XeF2-ის მოლეკულის წარმოქმნის სქემა
- როგორი აღნაგობა აქვს XeF2-ის მოლეკულას? როგორ აიხსნება მოკლედ მო-ის თეორიით მისი წარმოქმნა?
- როგორ ბუნებას ავლენს XeF2? რომელ ნაერთებთან რეაგირებს XeF2 და რას წარმოქმნის? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
- როგორ ბუნებას ავლენს XeF2-ისა და XeF4-გან განსხვავებით XeF6? რომელი რეაქციები ადასტურებს მათ მიერ ამ ბუნების გამოვლენას? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
- რა გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ინერტული აირების - ქსენონის და კრიპტონის ფთორიდებს? როგორ უნარს ავლენენ ეს ნაერთები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
- როგორ მიიღება კვარციდან ქსენონის ოქსოტეტრაფთორიდი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
- რა საშიშროებას ქმნის კეთილშობილი აირი - რადონი ადამიანისთვის და რა შემთხვევაში?
