არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
12. მე-12 ჯგუფის ელემენტები
12.1. თუთია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი
16 კითხვა- ატომის აღნაგობის თავლსაზრისით, რით განსხვავდება ვერცხლისწყალი თუთიისა და კადმიუმისაგან? რაში ვლინდება ეს განსხვავება?
- როგორ ღებულობენ თუთიასა და კადმიუმს მრეწველობაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
- რა იცავს თუთიას ჰაერზე შემდგომი დაჟანგვისაგან? ამ ჯგუფის რომელი მეტალი არ იჟანგება ჰაერზე?
- შეადარეთ თუთიის ქვეჯგუფის მეტალების ქიმიური აქტიურობა მე-12 ჯგუფის მეტალების ქიმიურ აქტიურობას. რა არის მათ შორის განსხვავების მიზეზი?
- თუთიის რომელი მარილი გამოიყენება მისი შემცველი ანტიკოროზიული დამცავი საფრების ელექტროლიტური ხერხით მისაღებად?
- რა განსხვავებაა თუთიის, კადმიუმის და ვერცხლისწყლის ქიმიურ თვისებებს შორის?
- რა ეწოდება თუთიის ოქსიდს? როგორ მიიღება ის მრეწველობაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობები.
- CaCl2-ის დნობის ტემპერატურა 780 °C-ია, ხოლო CdCl2-ის – 560 °C. რა არის დნობის ტემპერატურების ასეთი განსხვავების მიზეზი?
- მეტალური ვერცხლისწყალი მინარევის სახით ყოველთვის შეიცავს თუთიას, კალას, ტყვიას. რომელ ხსნარს ვიყენებთ მათი მოცილების მიზნით და რაზეა დაფუძნებული ვერცხლისწყლის გასუფთავების ეს მეთოდი?
- რა არის მგრგვინავი ვერცხლისწყალი და როგორ მიიღება?
- რა მოხდება, თუკი ვერცხლისწყალ(I)-ის ნიტრატის კრისტალს მოვათავსებთ კალიუმის ციანიდის ხსნარში?
- რომელ გარემოში ავლენს თუთია ძლიერ აღმდგენ ბუნებას და რატომ?
- როგორი ქიმიური ბუნებით ხასიათდება თუთიის და კადმიუმის ჟანგბადშემცველი ნაერთები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობები.
- რა გამოყენება აქვს თუთიის ჯგუფის მეტალებს და ნაერთებს?
- რომელი ციანიდია უფრო ძლიერი საწამლავი, HgCN თუ ნატრიუმის და კალიუმის ციანიდი? დაასაბუთეთ
- როგორია თუთიის ქვეჯგუფის მეტალების ფიზიოლოგიური როლი ადამიანის ორგანიზმში?
