არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
5. მე-5 ჯგუფის ელემენტები
5.1. ვანადიუმი
16 კითხვა- როგორი ჟანგვითი რიცხვებია დამახასიათებელი მე-5 ჯგუფის ელემენტებისთვის? რაზეა დამოკიდებული შესაბამისი ნაერთების გეომეტრია და მდგრადობა?
- რომელი ნაერთების სახით არის გავრცელებული ვანადიუმი ბუნებაში?
- როგორ ღებულობენ ვანადიუმს მრეწველობაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლებები.
- როგორია ვანადიუმის კოროზიამედეგობა?
- რომელი მჟავების მიმართ არის არამდგრადი ვანადიუმი?
- როგორ ნაერთებს წარმოქმნის ვანადიუმი სხვადასხვა მეტალთან?
- რომელ ოქსიდებს წარმოქმნის ვანადიუმი და რა თვისებებით ხასიათდება ეს ოქსიდები?
- რომელ მჟავებს წარმოქმნის ვანადიუმი მაღალი ჟანგვითი რიცხვით?
- როგორ კომპლექსებს წარმოქმნის V2O3 მინერალურ მჟავებში?
- რომელი ოქსიდია ყველაზე მნიშვნელოვანი ვანადიუმის ოქსიდებიდან?
- როგორ მიიღება V2O5? რა პირობებში ურთიერთქმედებს V2O5 ტუტეებთან? რომელი ნაერთები წარმოიქმნება ამ რეაქციის შედეგად?
- რა გამოყენება აქვს ვანადიუმის ოქსიდებს? რომელი ოქსიდი გამოიყენება SO2-ის SO3-ად დაჟანგვისათვის?
- ნატრიუმის ვანადატის წარმოსაქმნელად V2O5-ს შეალღობენ NaCl-თან ჟანგბადის თანაობისას. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
- რომელ არეშია მდგრადი ვანადატ-იონები? რა ხდება მჟავა არეში? რა ცვლილებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი ხსნარის pH-ის და მარილის კონცენტრაციის შეცვლისას?
- რა გამოყენება აქვს ვანადიუმს და მის ანალოგებს ტექნიკაში? რომელ მეტალებთან კომბინაციებში გამოიყენება ეს მეტალები შენადნობების დასამზადებლად?
- ვანადიუმის რომელი ნაერთები გამოიყენება დიენური ნახშირწყალბადების (მაგალითად, 1,3-ბუტადიენის და იზოპრენის) პოლიმერიზაციაში?
