არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
15. მე-15 ჯგუფის ელემენტები
15.2. დარიშხანის ქვეჯგუფი
9 კითხვა- როგორი მადნების სახით არის ბუნებაში გავრცელებული დარიშხანი, სტიბიუმი და ბისმუტი? დაასახელეთ ეს მადნები და დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულები.
- რომელი ალოტროპიული ფორმები აქვთ დარიშხანს და ბისმუტს? შეადარეთ მათი ფიზიკური თვისებები. დარიშხანის რომელი ალოტროპიული ფორმა ჰგავს მეტალებს? რით განსხვავდება რუხი დარიშხანი, რუხი სტიბიუმი და ბისმუტი მეტალებისაგან?
- როგორი სპეციფიკით მიმდინარეობს დარიშხანის ქვეჯგუფის ელემენტებზე კონცენტრირებული აზოტმჟავას მოქმედება? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
- რომელ წყალბად ნაერთებს წარმოქმნის დარიშხანის ქვეჯგუფის ელემენტები? როგორია მათ მოლეკულებში E-H ბმების ბუნება და შესაბამისი ნაერთების აღნაგობა? როგორ მიიღება ეს ნაერთები? როგორია ამონიუმის, ფოსფონიუმის და არსონიუმის იონების მდგრადობა?
- როგორ მიიღება As(III)-ის, Sb(III)-ის, Bi(III)-ის ოქსიდები? დაახასიათეთ მათი ქიმიური თვისებები. დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები. რა გამოყენება აქვთ ამ ოქსიდებს?
- როგორ იცვლება As(V) ― Sb(V) ― Bi(V) რიგში შესაბამისი ნაერთების მდგრადობა? როგორი ბუნებისაა დარიშხან(V)-ის ბინარული ნაერთები?
- რომელი საყოველთაოდ ცნობილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების შედგენილობაში შედის დარიშხანი?
- ტექნიკის რომელ დარგებში გამოიყენება დარიშხანი, სტიბიუმი, ბისმუტი და მათი ნაერთები?
- როგორია დარიშხანის და მისი ნაერთების როლი ადამიანის ორგანიზმში? როგორია მათი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე?
