არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
16. მე-16 ჯგუფის ელემენტები
16.2. გოგირდი; სელენის ქვეჯგუფი
20 კითხვა- რა პირობებში ხდება ატომური გოგირდის წარმოქმნა?
- დაახასიათეთ გოგირდის პოლიმორფიზმი. რა განსხვავებაა გოგირდის სტრუქტურებს შორის?
- გოგირდის რა თვისებებზეა დამოკიდებული თვითნაბადი გოგირდის გამოყოფა საბადოდან?
- რომელი სულფიდებია ცნობილი? მოიყვანეთ მაგალითები.
- რომელი აგრეგატული მდგომარეობაა დამახასიათებელი გოგირდის ტრიოქსიდისთვის? როგორია მისი სტრუქტურა?
- რეაქციის რომელ ტიპს მიეკუთვნება გოგირდის ტუტე მეტალთა ჰიდროქსიდებთან ურთიერთქმედება? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
- დაწერეთ ქიმიური რეაქციები გოგირდწყალბადის, როგორც აღმდგენის მონაწილეობით.
- რომელ რეაქციებში ავლენს გოგირდ(IV)-ის ოქსიდი აღმდგენ და მჟანგავ უნარს?
- მოიყვანეთ ქიმიური რეაქციების მაგალითები, სადაც კონცენტრირებული გოგირდმჟავა მარტივ და რთულ ნივთიერებებს ჟანგავს.
- როგორ მიიღება პეროქსიდიგოგირდმჟავასგან წყალბადის პეროქსიდი?
- რა როლს ასრულებს გოგირდის ატომები ცილებში?
- რას როლს ასრულებს გოგირდი ადამიანის ორგანიზმში?
- სელენის ქვეჯგუფის ელემენტებიდან რომელს არა აქვს სტაბილური იზოტოპი?
- რომელი ნივთიერების სახით არის ბუნებაში გავრცელებული სელენი და ტელური? რომელ მადნებს ახლავს ეს ნაერთები?
- რომელი მჟავას წარმოების ნარჩენებიდან ღებულობენ სელენსა და ტელურს? რომელ ქიმიურ პროცესებს იყენებენ ამ ნარჩენებიდან სელენისა და ტელურის მისაღებად?
- როგორ ურთიერთქმედებს სელენი და ტელური ძლიერ მჟანგავ მჟავებთან და ტუტეებთან? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
- როგორი აღნაგობა აქვს სელენის და ტელურის დიოქსიდებს?
- რით განსხვავდება ერთმანეთისგან სელენისა და ტელურის მჟავები? რით განსხვავდება სელენმჟავა გოგირდმჟავასაგან? დაწერეთ ამ განსხვავების დამადასტურებელი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
- რა როლს ასრულებს სელენი და ტელური ცოცხალ ორგანიზმში?
- რა გამოყენება აქვთ სელენს, ტელურს და პოლონიუმს?
