არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
14. მე-14 ჯგუფის ელემენტები
14.3. გერმანიუმის ქვეჯგუფი
11 კითხვა- რით ემსგავსება და რით განსხვავდება ერთმანეთისაგან გერმანიუმის ქვეჯგუფის ელემენტები? რომელი მოდიფიკაციები აქვს კალას? დაახასიათეთ კალას მოდიფიკაციები. რა ემართება კალასაგან დამზადებულ საგნებს α-მოდიფიკაციაში (რუხი კალა) გადასვლისას?
- როგორია α- და β- კალამჟავების მიღების ხერხები და თვისებები?
- კალას რომელ შენადნობებს იცნობთ? რა გამორჩეული თვისებებით ხასიათდება კალას შენადნობები?
- როგორი სტრუქტურა აქვს ტყვიას?
- შეადარეთ ერთმანეთს გერმანიუმის, კალას და ტყვიის ელექტროქიმიური და ქიმიური აქტიურობა.
- როგორია მარილმჟავასთან და გოგირდმჟავასთან გერმანიუმის, კალას და ტყვიის ურთიერთქმედების სპეციფიკა?
- როგორ მიიღება გერმანიუმის ქვეჯგუფის ელემენტების სულფიდები და დისულფიდები? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
- რომელი რეაქციით არის შესაძლებელი SnS-ის და PbS-ის ერთმანეთის- გან დაცილება?
- რა განსხვავებაა PbO2-ს და BaO2-ს შორის?
- რა გამოყენება აქვს გერმანიუმის ქვეჯგუფის ელემენტებს და მათ ნაერთებს?
- როგორია გერმანიუმის ქვეჯგუფის მეტალების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე?
