არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
19. მე-3-12 ჯგუფების ელემენტები
19.1. გარდამავალი ელემენტები
10 კითხვა- რომელ ელემენტებს ეწოდებათ გარდამავალი? როგორია გარდამავალი ელემენტების ზოგადი თვისებები?
- რომელი ორბიტალების ენერგეტიკული სიახლოვით ხასიათდება d-ელემენტები?
- პირობითად რომელ ჯგუფებად იყოფა გარდამავალი ელემენტები?
- რომელი ელემენტები მიეკუთვნებიან გარდამავალი მეტალების III რიგს? რით განსხვავდებიან ისინი I და II რიგის გარდამავალი ელემენტებისაგან? ელექტრონული აღნაგობის თვალსაზრისით, რა განსხვავებაა III რიგის გარდამავალ ელემენტებს შორის?
- რა მსგავსებაა გარდამავალ ელემენტებსა და s-და p-ელემენტებს შორის? s-და p-ელემენტებისაგან განსხვავებით, როგორი ხასიათი აქვს გარდამავალ ელემენტებში იონიზაციის ენერგიების ცვლილებას პერიოდებში ატომური ნომრის ზრდის მიმართულებით? რა არის ამ ცვლილებების მიზეზი?
- რა გავლენას ახდენს გარდამავალი ელემენტებისა და მათი ნაერთების თვისებებზე d-კუმშვისა და ლანთანოიდური f-კუმშვის ეფექტები? მოიყვანეთ შესაბამისი მაგალითი.
- როგორია d-ელემენტების ცალკეული ჯგუფების სპეციფიკური თავისებურებები?
- რომელი მეტალებისათვის არის დამახასიათებელი კლასტერული კომპლექსების წარმოქმნა? რატომ?
- რატომ ვერ წარმოქმნიან კლასტერებს 3d-მეტალები დაბალი ჟანგვითი რიცხვის შემთხვევაშიც კი?
- რა არის ჰეტერომეტალური კლასტერები? რა გამოყენება ჰპოვა ამ ტიპის კლასტერებმა ტექნიკასა და ნავთობის გადამამუშავებელ ტექნოლოგიაში?
