არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
13. მე-13 ჯგუფის ელემენტები
13.1. ბორი
18 კითხვა- არსებობს თუ არა ბუნებაში ბორი თავისუფალ მდგომარეობაში? რომელი ნაერთების სახით არის გავრცელებული ბორი ბუნებაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულები.
- რომელი სტაბილური იზოტოპების სახით არსებობს ბორი ბუნებაში?
- რა სპეციფიკური უნარი გააჩნია ბორს, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს რადიაციულ ქიმიასა და ტექნიკაში?
- რომელი ჯგუფის ელემენტებს ემსგავსება ბორი? რომელი ელემენტის ანალოგიურია ბორი? რაში ვლინდება ეს მსგავსება?
- რომელი მეთოდებით ღებულობენ ბორს მრეწველობაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები.
- რომელი ხერხით მიიღება სუფთა ბორი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
- ბორის რომელი მოდიფიკაციებია ცნობილი? რა აქვთ მათ საერთო?
- რა სპეციფიკური ფიზიკური თვისება ახასიათებს კრისტალურ ბორს?
- რომელ ელემენტს უერთდება ბორი ჩვეულებრივ პირობებში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
- რომელ ელემენტთან არ რეაგირებს ბორი უშუალოდ? როგორ მიიღება ბორის წყალბადნაერთები - ბორანები? როგორი სტრუქტურა აქვთ ბორანებს?
- როგორი თბოუნარიანობით გამოირჩევა ბორანები? სად გამოიყენება ბორანები მათი წვის სპეციფიკის გამო?
- როგორი სტრუქტურების ფორმირებაა შესაძლებელი სხვადასხვა ტიპის ბორიდებში B−B, Me−B, B−Me−Me−B ბმების წარმოქმნისას?
- რით აიხსნება ბორის მიერ სხვა ელემენტების ოქსიდებიდან ამ ელემენტების „გამოძევების“ უნარი?
- რით არის განპირობებული B(OH)3 მჟავური ბუნება? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ტოლობა.
- როგორია მინერალურ მჟავებთან ბორის ურთიერთქმედების სპეციფიკა? დაწერეთ შესაბამისი რეაქციების ქიმიური ტოლობები.
- ბორის რომელი ჰალოგენიდია პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი? რა გამოყენება აქვს ამ ჰალოგენიდს?
- რა მნიშვნელოვანი სპეციფიკური თვისებებით გამოირჩევა ბორის შენადნობები?
- რა გამოყენება აქვს ბორ(III)-ის ოქსიდს, ბორის მჟავას და პერბორატებს ტექნიკასა და ყოფაცხოვრებაში?
