არაორგანული და ორგანული ქიმია კითხვებში, პასუხებში და გარდაქმნის სქემებში
13. მე-13 ჯგუფის ელემენტები
13.2. ალუმინი
12 კითხვა- რომელი ნაერთების სახით არის გავრცელებული ალუმინი ბუნებაში? დაწერეთ შესაბამისი ფორმულები
- რა მეთოდით ღებულობენ ალუმინს მრეწველობაში? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
- რატომ არ იხსნება აქტიური მეტალი - ალუმინი წყალში?
- რომელი მნიშვნელოვანი თვისებით ხასიათდება ალუმინი? რა პირობებში ურთიერთქმედებს ალუმინი წყალთან?
- რით არის განპირობებული ალუმინის მიერ მეტალების (კალციუმი, რკინა, ქრომი და სხვ,) ოქსიდებიდან აღდგენის უნარი? რა ეწოდება ამ მეთოდს?
- რით აიხსნება, რომ ალუმინი უფრო ენერგიულად რეაგირებს ბრომთან, ვიდრე ქიმიურად უფრო აქტიურ ქლორთან?
- რატომ პასიურდება ალუმინი მასზე ცივი კონცენტრირებულ აზოტმჟავას და გოგირდმჟავას მოქმედებით? სად გამოიყენება ალუმინის ეს თვისება?
- როგორი სტრუქტურა აქვს AlCl3-სარაპოლარულ გამხსნელებში?
- რა გამოყენება აქვს მეტალურ ალუმინს? ალუმინის რომელ ნაერთებს აქვთ განსაკუთრებული გამოყენება? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულები.
- ალუმინის რომელ ნაერთებს აქვს განსაკუთრებული გამოყენება? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულები.
- ბორის და ალუმინის რომელი ნაერთები გამოიყენება ორგანულ ნაერთებში კარბონილის ჯგუფის აღსადგენად?
- რა გავლენას ახდენს ალუმინი ადამიანის ორგანიზმზე და მცენარეებზე?
