APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ჟურნალი

ქიმიის უწყებანი

სამეცნიერო-შემეცნებითი ელექტრონული ჟურნალი · ქართულ და ინგლისურ ენებზე · ღია წვდომა (Open Access)

ძიება: „სისხლი“

18 სტატია ტექსტში

ესეტ. 7, № 2, 2024, გვ. 11–12

ყოვლისშემძლე ანტიდოტი

ანა ჯინჭარაძე

სწრაფი ნაბიჯებით მიდის ლაბორატორიისკენ. კარს ბრაზით იჯახუნებს და იწყებს საჭირო მასალების ძებნას. აღელვებული იღებს მინის ბოთლს და თვალწინ წარმოიდგენს როგორ უმოწყალოდ ცემენ მის თანატოლებს, თანამოქალაქეებს, თანამოძმეებს, თავისუფლებისათვის და ევროპული მომავლისთვის…

გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი, 2024 · ნანახია 958-ჯერ · სრულად →

ესეტ. 7, № 2, 2024, გვ. 19–21

რატომ გავხდი ქიმიკოსი

ნატრული ტაბიძე

შავიზღვისპირა კოპწია ქალაქი, პარიზული დაგეგმარებით, ტაძრიდან გამომავალი თორმეტი ქუჩა... ერთ-ერთი აკაკი წერეთლის, სახლი N78, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ამავე ქუჩაზეა ისტორიული ქალაქის პირველი სკოლა, რომლის კარები 1948 წელს შევაღე. საკმაოდ ცნობისმოყვარე ვიყავი…

გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი, 2024 · ნანახია 2408-ჯერ · სრულად →

კვლევატ. 6, № 1, 2023, გვ. 34–36

კოსმეტიკური საშუალებების სილამაზის საიდუმლო

ლ. ახალბედაშვილი1*,  რ. გაწერელია2 ს. ჯალაღანია1

კოსმეტიკა დიდ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მათი უმეტესობა, საკმარისად არ არის ინფორმირებული კოსმეტიკური საშუალებების შედგენილობაზე. კოსმეტიკური საშუალებების…

გამოქვეყნდა: 10 მაისი, 2023 · ნანახია 2345-ჯერ · სრულად →

პოპულარულიტ. 3, № 3, 2018, გვ. 30–32

მიკროქიმიკოსი ქემოსინთეტიკოსი

დავით ჟღენტი

გარდა ქიმიის ხელოსობით აღჭურვილ ადამიანებისა, შემოქმედს უხვად შეუქმნია მიკროქიმიკოსები, რომლებიც დაუღალავად დღითიდღე იღწვიან, წრთვნიან და აყალიბებენ ჩვენ გარემოს და ეკოსისტემას.

გამოქვეყნდა: 15 თებერვალი, 2019 · ნანახია 4520-ჯერ · სრულად →

მიმოხილვატ. 3, № 2, 2018, გვ. 18–22

ნანოტექნოლოგიები ანუ მომავლის ტექნოლოგიური მიღწევები

ინგა ფუტკარაძე

ანოტექნოლოგიები მომავლის ტექნოლოგიაა. იგი მულტიდისციპლინარული დარგია, რომელიც მოიცავს ქიმიას, ბიოლოგიას, ფიზიკას, კომპიუტერულ მეცნიერებებს, მედიცინასა და ინჟინერიას. მისი მთავარი ამოცანა პროცესების მოლეკულურ დონეზე მართვაა, რისი მიზნითად იგი იყენებს უმცირეს…

გამოქვეყნდა: 17 თებერვალი, 2018 · ნანახია 6334-ჯერ · სრულად →

ეკოლოგიატ. 3, № 2, 2018, გვ. 23–26

ქიმიური დაცვის საშუალებების როლი სოფლის მეურნეობაში

სალომე აბულაშვილი, მარიკა გაჩეჩილაძე

კაცობრიობის რეალური გადარჩენისათვის ბრძოლაში სოფლის მეურნეობის ქიმიზაციისა და გარემოს დაცვის მეცნიერული შესწავლა XXI საუკუნის გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესები პირდაპირ არის დაკავშირებული სამეურნეო…

გამოქვეყნდა: 23 თებერვალი, 2018 · ნანახია 6420-ჯერ · სრულად →

პოპულარულიტ. 3, № 1, 2018, გვ. 15–18

წითელი ღვინის ქიმიური შედგენილობა და სასარგებლო თვისებები

ნანა მეგრელიშვილი

განხილულია წითელი ღვინის ქიმიური შედგენილობა,მისი სასარგებლო თვისებები, ზემოქმედება ორგანიზმზე. ღვინის სასარგებლო თვისებების დამოკიდებულება დამზადების ტექნოლოგიაზე, წითელი ღვინით მკურნალობა და მისი კალორიულობა.

გამოქვეყნდა: 30 მარტი, 2017 · ნანახია 11373-ჯერ · სრულად →

პოპულარულიტ. 2, № 1, 2015, გვ. 7–8

ჰენრის კანონი და ემბოლია

ვაჟა ღავთაძე

აიროვანი ემბოლიის გამომწვევი სისხლში სხვადასხვა გზით მოხვედრილი ჰაერის ბუშტუკებია, ბუშტების წარმოქმნის მოვლენას კი ჰენრის კანონი ხსნის კარგად. რაღაც პირობებში მაღალი წნევის გამო ჰაერი კარგად იხსნება სისხლში, შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო წნევა მცირდება, ეს…

გამოქვეყნდა: 25 თებერვალი, 2015 · ნანახია 13999-ჯერ · სრულად →

პოპულარულიტ. 2, № 1, 2015, გვ. 12–14

მჟავურ-ფუძური ბალანსი - ჰომეოსტაზი სისხლში

ვაჟა ღავთაძე

სისხლის მჟავიანობისა და სიბლანტის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის სტილის შეცვლამ ან საკვებმა პროდუქტებმა. როგორც ირკვევა, საკვებ პროდუქტებზე მეტად საშიში არის სუნთქვის დარღვევა, რადგანაც ამ დროს სისხლში მიმდინარეობს მთელი რიგი არასასურველი მოვლენები…

გამოქვეყნდა: 22 მარტი, 2015 · ნანახია 14041-ჯერ · სრულად →

სასწავლო-მეთოდურიტ. 2, № 1, 2015, გვ. 21–24

სახალისო ექსპერიმენტი - ქიმიის სწავლის მოტივაციის ამაღლების მეთოდი

მაკა მაისურაძე

ნაშრომში გაზიარებულია პედაგოგის პირადი გამოცდილება, თუ როგორ იყენებს სახალისო ექსპერიმენტს ქიმიის სწავლის მოტივაციის ამაღლების საშუალებად. აღწერილა სასწავლო მასალის შესაბამისი მარტივი და უსაფრთხო სახალისო ექსპერიმენტის შერჩევის მეთოდოლოგია, რომელთა დაგეგმვა…

გამოქვეყნდა: 31 აგვისტო, 2015 · ნანახია 9842-ჯერ · სრულად →

პოპულარულიტ. 2, № 1, 2015, გვ. 25–26

საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში - სოფლის მეურნეობა და ქიმია

ვაჟა ღავთაძე

ნაშრომში განხილულია ქიმიის კავშირი სოფლის მეურნეობასთან, კერძოდ საუბარია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მღრღნელებთან ბრძოლისათვის, შხამების მოქმედების მექანიზმი ახსნილია ქიმიური თვალსაზრისით.

გამოქვეყნდა: 25 ოქტომბერი, 2015 · ნანახია 6232-ჯერ · სრულად →

პოპულარულიტ. 1, № 2, 2014, გვ. 16–20

ყავის ქიმია

ირმა ლაგვილავა

ყავასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გაგიგონიათ ალბათ. სასარგებლოა თუ მავნებელი ყავა? როგორია ყავის ქიმიური შემადგენლობა? რატომ ვეჩვევით ყავას? საიდან წარმოიშვა სიტყვა ყავა?

გამოქვეყნდა: 13 აგვისტო, 2013 · ნანახია 12519-ჯერ · სრულად →

მიმოხილვატ. 1, № 2, 2014, გვ. 27–30

კალციუმი, ფტორი და მომხიბვლელი ღიმილი

ესმა წკრიალაშვილი

მომხიბვლელ და მიმზიდველ ღიმილს განსაზღვრავს თეთრი და ჯანსაღი კბილები, ხოლო ჯანსაღი კბილებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორ, განსხვავებული ბუნების მქონე ქიმიურ ელემენტს - კალციუმს და ფტორს. სტატიაში განხილულია მათი როლი ცოცხალი ორგანიზმებისათვის…

გამოქვეყნდა: 4 აპრილი, 2014 · ნანახია 10669-ჯერ · სრულად →

მიმოხილვატ. 1, № 2, 2014, გვ. 30–32

შაქრის შემცვლელები - ბუნებრივი და ხელოვნური დამატკბობლები

ნანა მეგრელიშვილი

უამრავი კითხვა არსებობს შაქრის შემცვლელებთან დაკავშირებით, რამდენად სასარგებლო და უსაფრთხოა მათი გამოყენება დიაბეტით დაავადებული ადამიანებისა თუ უბრალოდ, დიეტური კვების დროს, რომელია უსაფრთხო დამატკბობელი, ხოლო რომლის გამოყენებისაგან სჯობს თავი შევიკავოთ…

გამოქვეყნდა: 8 ივლისი, 2014 · ნანახია 15815-ჯერ · სრულად →

პოპულარულიტ. 1, № 2, 2014, გვ. 38–42

ჰირუდოთერაპიის ქიმიური ასპექტები

ნინო ზვიადაძე

წურბელას, ამ პატარა არსებას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ:"პატარა სასწულმოქმედი ტუმბო", რომელიც ადამიანის დასახმარებლად გაჩნდა ამ ქვეყანაზე. მას ორგანიზმში შეჰყავს 100-ზე მეტი ფერმენტი, რომლთა უმრავლესობა დღეს-დღეობით შესწავლილი არ არის. წურბელას ნერწყვი შეიცავს…

გამოქვეყნდა: 30 დეკემბერი, 2014 · ნანახია 7670-ჯერ · სრულად →

შემეცნებითიტ. 1, № 1, 2013, გვ. 33–34

ოსმოსი და ცოცხალი უჯრედი

ირინე ბერძენიშვილი, მანანა სირაძე

ბუნებაში ყველაფერი მიისწრაფვის წონასწორობისაკენ, ამ შემთხვევაში კი კონცენტრაციის გათანაბრებისაკენ. ამიტომ, როცა ასეთი მემბრანა ყოფს სხვადასხვა კონცენტრაციის ორ ხსნარს, გამხსნელის გადასვლა ყოველთვის მიმდინარეობს განზავებული ხსნარიდან კონცენტრირებულისაკენ.

გამოქვეყნდა: 31 მარტი, 2013 · ნანახია 10042-ჯერ · სრულად →

პოპულარულიტ. 1, № 1, 2013, გვ. 42–44

ნერწყვის ქიმიზმი

რეზო კლდიაშვილი

პირის ღრუს სითხის ხარისხობრივ შემადგენლობაზე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მეტალურმა პროტეზებმა. დამტკიცებულია რომ მეტალური შენადნობების კომპონენტებმა, პირის ღრუში დნობისას შეუძლიათ შეცვალონ პირის ღრუს სითხის მიკროელემენტები

გამოქვეყნდა: 19 აპრილი, 2013 · ნანახია 23701-ჯერ · სრულად →

მიმოხილვატ. 1, № 1, 2013, გვ. 55–56

კრიმინოლოგიური კვლევის მეთოდიკა

თ. ქარქუსაშვილი

კრიმინოლოგიური კვლევის მეთოდები კრიმინოლოგიური ცოდნის ჩამოყალიბებისა და დასაბუთების ხერხებს წარმოადგენენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი დანაშაულზე, მისი ფუნქციონირების კანონზომიერებებზე, დამნაშავეების პიროვნულ თვისებებზე და დანაშაულთან ბრძოლის გზებზე…

გამოქვეყნდა: 5 მარტი, 2013 · ნანახია 8300-ჯერ · სრულად →